პოლონეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

პოლონეთში ათიათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა. დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მედიაში რეფორმები და ორი პოლიტიკოსის დაპატიმრება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა მოისმინეს პარტია “კანონისა და სამართლიანობის“ დეპუტატების გამოსვლებიც, შემდეგ კი, მსვლელობით, სახელმწიფო ტელევიზიის ოფისებისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, ახალმა მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა შეცვალა. მათი თქმით, ეს ბალანსის აღდგენის მცდელობაა, რადგან ისინი წინა ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდნენ.
ამასთან, პოლიციამ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა