შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტია კომიკურობამდეა მისული – ეს არის ისტერია, შემთხვევა, როცა „ქურდს, ქუდი ეწვის“ – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ბევრი ჩავარდა ასეთ ისტერიაში

ეს არის ისტერია, ეს არის ის შემთხვევა, როცა „ქურდს, ქუდი ეწვის“. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ბევრი ჩავარდა ასეთ ისტერიაში, ეს არის მათი ისტერიული გამოხტომების შედეგი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებას, რომ მასთან დებატებში დაჯდეს. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, გიორგი გახარია და მისი პარტია კომიკურობამდე არიან […]
შალვა პაპუაშვილი – მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ საქმისთვის, რომელიც გააკეთა – ეს არის საკადრო გადაწყვეტილება და დამატებით კომენტარს და განმარტებას არ ვაპირებ – ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია

მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა – ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე […]
აშშ-მა რუსეთს ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების შეძენის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სამ რუსულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასა და გამოცდაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ჩვენ არ მოვერიდებით შემდგომი ქმედებების განხორციელებას. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს, ზრდის უკრაინელი […]
სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დისტრიბუციისა და „რითეილ სექტორში“ განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხებოდა – 2023 წლის 28 სექტემბერს, შპს „შარმ ტრეიდინგი”-სა და ფ/პ იოსებ თათარაშვილის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს – შპს „ეს ეიჩ კავკასიას”. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის შესაბამის ეკონომიკურ აგენტს ჯარიმა დაეკისრა. […]
რუსეთ-უკრაინის ომის 688-ე დღე – გასული დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები 64-ჯერ განხორციელდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 688 დღე დაიწყო. გასული დღის განმავლობაში, 64-ჯერ განხორციელდა საბრძოლო მოქმედებები. მტერმა სულ 3-ჯერ განახორციელა საჰაერო და 16-ჯერ სახმელეთო შეტევა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და სხვადასხვა დასახლებებზე. არის მსხვერპლი. განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, პროფესიული ლიცეუმი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქების […]
ღაზის სექტორში შეტაკებები გრძელდება – ისრაელის თავდასხმის შედეგად, 9 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვები

ღაზის სექტორში შეტაკებები გრძელდება. რაფაში მდებარე სახლზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, 9 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვები. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, პალესტინელი ბავშვების 1% დაიღუპა. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ისრაელის სავარაუდო მეორე ფრონტი ლიბანის საზღვართან და ესკალაცია წითელ ზღვაში.
ისრაელი ჰააგის სასამართლოში წაყენებულ ბრალდებებს დღეს უპასუხებს

ისრაელი ჰააგის სასამართლოში თავის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დღეს უპასუხებს. საქმე ეხება სამხრეთ აფრიკის სარჩელს, რომელშიც საუბარია ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდზე. სამხრეთ აფრიკამ გუშინ მოსამართლეებს სთხოვა, დააწესონ გადაუდებელი ზომები და დაავალონ ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა. სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევა მიზნად ისახავს ღაზის სექტორის მოსახლეობის განადგურებას. ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს […]
შესაძლებელია, წინ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა – მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, “ვანდალიზმის შემდეგ, წინ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა და დარბევა”. მისივე თქმით, საპატრიარქო მიესალმება ინიციატივას, დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა კანონის ჩარჩოში მოექცეს: “ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო. პრინციპში, შექმნეს კიდეც [სკანდალი]. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს […]
არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

“არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას. მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს. “არ დავუშვათ კონფლიქტის გაყინვა, არ მივცეთ რუსეთს საშუალება მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის. ერთ წელიწადში, ორში, […]