ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ყოფილი მინისტრების დაკავების გასაპროტესტებლად გამოვიდა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ათიათასობით ადამიანი დონალდ ტუსკის მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბა. დემონსტრანტები საზოგადოებრივ მედიებში გატარებულ რეფორმებსა და ორი პოლიტიკოსის, მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკის დაკავებას აპროტესტებენ. “ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებელი პოლონეთისთვის”. – მიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის, კანონისა და სამართლის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ აქციაზე შეკრებილ ხალხს. მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ […]
სამების ტაძრის მღვდელი სტალინის გამოსახულებიანი ხატის განთავსებაზე: „შენდობას ვითხოვ”

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას. ის ეხებოდა ეკლესიაში განთავსებას წმინდა მატრონა მოსკოველის ხატისა, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიცაა გამოსახული. არქიმანდრიტი საკუთარ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება […]
თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა

სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პოლიტიკის აქტუალური ასპექტები გერმანიაში, საქართველოსა და ევროპაში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართულ-გერმანულ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საკითხებში. ქართულმა მხარემ გერმანელ პროფესორებს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის კი, სატირალია – ლევან ნიკოლეიშვილი

გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი, სატირალია, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ექსპერტის თქმით, გახარია, თავის გუნდთან ერთად, ამ გზით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. “გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ, […]
HRW-ის ანგარიში ენჯეობის შეფასებებსა და აღქმებს ეყრდნობა – სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ მარტის აქციებზე პოლიციამ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედა, კანონთან დაკავშირებით კი, ყველა დარწმუნდა, რომ ის საჭირო იყო – პაპუაშვილი

მსოფლიო ანგარიში 2024 – Human Rights Watch- წლიურ დოკუმენტს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო. პოლიტიკაში ყველაზე მწვავე საკითხად დასახელებულია 12 პრიორიტეტული პირობის შესრულება, რომლებიც ევროკავშირმა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუსახა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხელისუფლება შეეცადა, მიეღო კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ […]
“უმჯობესი იქნება, თუ “ნაპოლი” ორივეს გაყიდის” – იტალიელმა ჟურნალისტმა “კვარასა” და ოსიმენზე ისაუბრა

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ Televomero-ს ეთერში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პარტენოპეიმ” ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს. “ეს “ნაპოლის” ისტორიაში ყველაზე ცუდი პერიოდია. “კვარას” და ოსიმენის შემთხვევაში ეს მხოლოდ დე ლაურენტისის ბრალია, მას ზაფხულში ორივე უნდა გაეყიდა. ახლა კი ვხედავთ, რომ გუნდის ორ ლიდერს შორის ადგილი გაუგებრობას აქვს. რაც ვიქტორმა დაწერა, მიუღებელია. ის […]
ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლეგარდემ თქვა, რომ 2024 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება. “საკმარისია მხოლოდ შეხედოთ სავაჭრო ტარიფებს, საკმარისია დააკვირდეთ მის ჩართულობას NATO-ში, უნდა გაიხსენოთ მისი დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ. მხოლოდ ამ სამ მიმართულებას თუ გავიხსენებთ, ამერიკელების და ევროპელების ინტერესები (ტრამპის პრეზიდენტობის დროს) არ იყო თანხვედრაში” – თქვა ლეგარდემ. […]
289 დღის შემდეგ ივანიშვილი მოსკოვში იქნება – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების ანუ, 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. “მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და, 289 დღის მერე, თქვენ ნახავთ, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება. პირდაპირ გეუბნებით, ის იქნება მოსკოვში. მის გარეშე კორუფცია ამ ქვეყანაში არ კეთდება, არც ნეპოტიზმი კეთდება და არც ის საქმეები, რომელიც ამოტივტივდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება,” […]
ეკვადორში ფართომასშტაბიანი არეულობის გამო, რუსეთში ბანანის დეფიციტია მოსალოდნელი – რა რაოდენობის ბანანს ყიდულობს საქართველო ეკვადორიდან?

რუსმა იმპორტიორებმა აგენტებისგან ბანანის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ გაფრთხილება მიიღეს. ამის შესახებ რუსეთის ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ირინა ნორინამ განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორებმა გააფრთხილეს, რომ ეკვადორში მიმდინარე მოვლენების შედეგად გამოწვეულმა პანიკამ გამოიწვია პორტების დროებითი დახურვა, სააგენტოების უმეტესობის მიერ კონტეინერების გაშვების გაუქმება, მუყაოს მიწოდების შეფერხება და მწარმოებლების მიერ ბანანის მოჭრის გაუქმება. მომწოდებლები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის […]
წითელ ზღვაში პრობლემების გამო Tesla ბერლინის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla Inc. გეგმავს ორი კვირით შეაჩეროს წარმოება ბერლინის ქარხანაში, წითელი ზღვის გავლით ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, წერს The Wall Street Journal. გაზეთი მიიჩნევს, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება წარმოადგენს ახალი მიწოდების ჯაჭვის კრიზისის საფრთხეს ევროპელი მწარმოებლებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან კომპონენტებზე ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. Tesla-მ […]