თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და პოლონური კომპანია MESKO S.A-ს წარმომადგენლების შეხვედრისას გაფორმდა. „საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ […]
NGO-ები ცდილობენ, რომ ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ – პაპუაშვილი HRW-ზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, Human Rights Watch-ის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების აღქმებსა და ხედვებს ეფუძნება. ასე უპასუხა მან კითხვას Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშზე, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ „ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ“. „ეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ დაყრდნობილია NGO-ების შეფასებებს, აღქმებს და ხედვებს. NGO-ებს რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით […]
ბუდანოვი: რუსები ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი Le Monde-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. “ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ”, – ამბობს […]
რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პრემიერი ავრცელებს. „მე ვიმყოფები უკრაინაში, რათა გადავცე მარტივი გზავნილი: ჩვენი მხარდაჭერა არ შეიძლება შესუსტდეს და არ შესუსტდება. მივმართავ ყველა უკრაინელს: ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს რიში სუნაკი. მედიის ინფორმაციით, რიში სუნაკი ვიზიტის დროს გამოაცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას, მომავალი წლის […]
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 იანვარს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი; ხოლო 15 იანვარს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე – სოფლებში: ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, ჭაშა. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: ბაზალეთი, […]
ჯაბა სამუშიამ თსუ-ს საპატიო დოქტორებს დიპლომები გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ბერნდ ჰაინრიხსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ მარტინ ჰეგერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებებით, პროფესორებს დოქტორ ბერნდ ჰაინრიხს და დოქტორ […]
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან გრუნ-ის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF). 2023 წელს განხორციელებული პირველი უპრეცედენტო კვლევისა – „Future of Jobs” და გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, 2024 წელს უკვე მეორე ერთობლივი კვლევა – „The Global Risk Report“-ი, განხორციელდა. კვლევაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, […]
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის სათავო ოფისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სწავლების მიზანი იყო უწყების თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა – გაზიარება და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. „ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა „საქპატენტისა“ და სახელმწიფო ენის […]
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხეშეკრულება გაფორმდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია – “MESKO S.A”-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. „მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ […]
დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ და აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან – გიორგი ვოლსკი

დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რეალობაში, იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. გიორგი ვოლსკის თქმით, დიპლომატის აღნიშნული განცხადება […]