ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა

ხარკოვზე გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეს პირველადი დახმარება ქალაქის საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა. შეგახსენებთ, რომ ხარკოვზე გუშინ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი უცხოელი – საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები. მომხდარზე […]
„ჰუსიტების“ წარმომადგენელი – აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმების შედეგად იემენში 5 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

„ჰუსიტი“ მეამბოხეების სამხედრო წარმომადგენელი, იაჰია სარეე აცხადებს, რომ იემენში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ღაზაში ისრაელის დანაშაულების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მტერმა წამოიწყო სასტიკი აგრესია იემენის რესპუბლიკის წინააღმდეგ 73 იერიშით, რომლის სამიზნე დედაქალაქი სანაა, ჰოდეიდა, თაიზი, ჰაჯა და საადას გუბერნიერი […]
გია ვოლსკი – ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია

ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა – არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის ნებისმიერი სახით, ფიგურით წარმოჩენის ადგილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოხატოს კრიტიკა ხატის ელემენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა ეკლესიაზე თავდასხმაა. ვოლსკიმ მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას რადიკალური ოპოზიციის […]
დავით ხაჯიშვილი HRW-ის ანგარიშზე – საქართველოში ადამიანის უფლებები მაშინ იქნება დაცული, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა

რაც HRW-ის დასკვნაში წერია, ყველაფერი არის სიმართლე და შეწყდება მაშინ, როდესაც გვეყოლება ნამდვილად დემოკრატიული ხელისუფლება. ახლა ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, შემდეგ ეს სტატუსიც და ეს შენიშვნებიც შეიცვლება სიკეთისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა HRW-ის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები მაშინ იქნება […]
შვედეთის მთავრობამ საქართველოს 5 მლნ. შვედური კრონა გამოუყო

შვედეთის მთავრობამ საქართველოს 5 მილიონი შვედური კრონა გამოუყო. ინფორმაცია ამის შესახებ შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. საქართველოსთან ერთად, შვედეთმა უკრაინას 50 მლნ, ხოლო მოლდოვას 5 მლნ. კრონი გამოუყო. მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის NATO-ს ფონდებიდან გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს პროექტებს, მათ შორის, კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროსა და კომუნიკაციის არხების დაცვის სფეროში.
ხელნაკეთი ქართული ჩანთები, სავარაუდოდ, ესპანეთში გაიყიდება

ხელნაკეთი ჩანთების მწარმოებელი კომპანია „პარმა“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ გოგსაძემ ისაუბრა. „ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. საუბარია ონლაინ მაღაზიების შექმნაზე ესპანეთის ერთ-ერთ საზღვაო ქალაქ სევილიაში. ვფიქრობთ, რომ 2024 წელს „პარმას“ ჩანთები ესპანეთში უკვე ხელმისაწვდომი იქნება“,- განაცხადა მარიამ გოგსაძემ. მისივე თქმით, ბრენდის 2024 წლის გეგმები მხოლოდ ექსპორტით არ შემოიფარგლება. იგეგმება „პარმას“ […]
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე – ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის, – ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სამების საკათედრო ტაძრისთვის შეწირულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ წერს. აღნიშნულის გამო არქიმანდრიტი შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“,- წერს არქიმანდრიტი […]
საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – პროექტების წარმოსადგენად ჩვენი კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, ვინც გაცხადებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

განვითარების ფონდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, პროექტების წარმოსადგენად, ვინც აკმაყოფილებს ჩვენ მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს,- ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განვითარების ფონდის საინვესტიციო ბიუჯეტი 2 ნაწილად იყოფა, რომლის ყველაზე დიდი წილი მაღალტექნოლოგიურ და ეკომეგობრულ წარმოებაზე მოდის. „ჩვენთვის მთავარია, რომ პროექტები იყოს ხარისხიანი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, პარტნიორებთან დავიწყოთ პროდუქტიული […]
ისრაელის წარმომადგენელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში – ისრაელის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გენოციდურ განზრახვას არ შეიცავს

ადვოკატი მალკოლმ შოუ, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ისრაელის ხელმძღვანელობას „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ „გენოციდური განზრახვა“ არ გამოუვლენია. „ისრაელის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ოფიციალური და სავალდებულო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნებისმიერი გულდასმითი მიმოხილვა აშკარად ადასტურებს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ გააჩნია რაიმე გენოციდური განზრახვა“, – აღნიშნა მალკოლმ შოუმ. მისი თქმით, სამხრეთ აფრიკამ წარმოადგინა ისრაელის […]
ქართველმა მუსიკოსებმა აშშ-ში ინსტრუმენტების გაქირავების ონლაინ სერვისი აამოქმედეს

ქართველმა მუსიკოსებმა აშშ-ში ინსტრუმენტების გაქირავების ონლაინ სერვისი „მისტერ & მისის პიანო“ აამოქმედეს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სერვისის თანადამფუძნებელმა და მუსიკოსმა, მანანა მამულაიშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, სერვისით სარგებლობა ამერიკაში მცხოვრებ მსურველებს სპეციალური ვებ-საიტით შეუძლიათ. „ონლაინ-სერვისის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შემოსავლის საჭიროება დადგა, რადგან ჯერჯერობით აშშ-ში ჩვენ, მუსიკოსებს საკმარისი შემოსავალი არ გვაქვს. ამიტომ გვჭირდებოდა მეორე […]