სახ. მდივნის მოადგილე: რუსეთი საქართველოში მავნე გავლენისთვის მედიას იყენებს

საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, საქართველოში რუსეთის მავნე გავლენებსა და მის ხელისშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა. ელიზაბეტ ალენის თქმით, რუსული დეზინფორმაცია, მავნე გავლენისა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ინსტრუმენტია, სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამის გამო, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის შესაძლებლობების გასაზრდელად მუშაობას გეგმავს. საქართველოში, ერთგვარი შემობრუნება უფრო მეტად მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ. მაქს ბერგმანი “რა მიდგომა აქვს […]

ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 11 იანვარს რუსეთის სამ სუბიექტსა და ერთ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციების მიზეზი მათი მონაწილეობა გახდა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემაში, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს ორი დღით წინ უსწრებდა შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების ერთობლივი განცხადება, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეის […]

თბილისში დეკემბერში 3 827 ბინა გაიყიდა – როგორ შეიცვალა ფასები?

დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით შემცირდა და დედაქალაქში სულ 3 827 ბინა გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-ით, ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა. „2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 17%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში

აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან […]

მიხეილ დაუშვილი – ბოლო 3 წელს რომ გადავხედოთ, ივანიშვილი ორჯერ თუ სამჯერ გამოჩნდა და ვისზეც ილაპარაკა, იყო გიორგი გახარია – ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი და ყველაზე ძლიერი კონკურენტი არის გახარია და მისი გუნდი

ბოლო 3 წელიწადს რომ გადავხედოთ, ივანიშვილი ორჯერ თუ სამჯერ გამოჩნდა და ვისზეც ილაპარაკა, იყო გიორგი გახარია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ ერთადერთი და ყველაზე ძლიერი კონკურენტი და მეტოქე, ვინც არის, ეს არის გახარია და მისი გუნდი და სხვა არავინ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც […]

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 215-მდეა გაზრდილი

იაპონიის მთავრობის ცნობით, 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა ცუნამის ტალღა და ტურისტულ მხარეში ხანძრის გაჩენა. სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლიდა განმეორებითი ბიძგები. მიწისძვრის შედეგად დაშავდა 668 და დაიკარგა 38 ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6 ბალს მიაღწია. სტიქიური უბედურების ეპიცენტრი ზღვაში, იშიკავას პრეფექტურასთან მახლობლად იყო. ამ დროისთვის სახლის თავშესაფრის გარეშე […]

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიული შეთანხმება ხელმოწერილია | სუნაკმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

200 მილიონ ფუნტი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების წარმოებისთვის – დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რომელიც კიევში იმყოფება, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. “გამოვყოფთ 200 მილიონ ფუტს სხვადასხვა თვითმფრინავების წარმოებისთვის… ეს არის საჰაერო დახმარების უდიდესი პაკეტი, რომელიც რომელიმე ქვეყანამ მიაწოდა უკრაინას”, – თქვა რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ბრიტანეთის პრემიერს ოპერატიულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოა, რომ […]

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე | დაშავებულია 5 ადამიანი

მარნეული-სადახლოს გზაზე, ქალაქ მარნეულთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ორივეს მძღოლი და მგზავრები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ეროვნული ბანკი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო (E-scrow) მომსახურების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ არასაბანკო ინსტიტუტებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო მომსახურების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა, ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობით. „მიმდინარე ეტაპზე, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად, მხოლოდ კომერციული ბანკი შეიძლება იყოს ესქრო აგენტი, რომელიც ესქრო ხელშეკრულების პირობების […]

“თელავი” მწვრთნელმა და ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა

“თელავი” თავისი “ფეისბუქის” გვერდით გუნდში დიდი ცვლილებების თაობაზე იტყობინება: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა და 13 ფეხბურთელმა დატოვა – დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, […]