„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს ავარიულად დაზიანდა. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციის თანახმად, […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება […]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩემთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა – პოლონეთის ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკევიჩის თქმით, სტალინის მუზეუმის დახურვის სურვილის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მას “არაოფიციალური შენიშვნა” მისცეს. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა ჩემთვის ადგილის მიჩენა, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. გესმით, კატინში, ასევე, დაიღუპნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ. ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ […]

სუნაკი კიევს სტუმრობს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი 12 იანვარს კიევს ესტუმრა, უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. მან განცხადება უკრაინის სამხედრო დაფინანსების გაზრდის შესახებ გააკეთა, რომელიც კიევს დრონების შეძენაში დაეხმარება, მათ შორის სათვალთვალო, შორი რადიუსის და საზღვაო დრონების. ბრიტანეთი, უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ზრდის კიევის სამხედრო მხარდაჭერას. მომავალ წელს დახმარება 2,5 მილიარდ ფუნტს მიაღწევს, რაც […]

“ბიო ორგანული მულჩის” მიმართულება საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხოა – კოტე გოგალაძე

“ბიო ორგანული მულჩის” მიმართულება საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხოა,- ამის შესახებ bm.ge-სთან „ჯეო მულჩის” დირექტორმა კოტე გოგალაძემ განაცხადა.

იაპონია სატელიტიდან ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებას აპირებს

იაპონიამ პარასკევს წარმატებით გაუშვა რაკეტა, რომელზეც დაზვერვის მონაცემების შესაგროვებლად საჭირო სატელიტია დამაგრებული. მისია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე მიმდინარე მოძრაობაზე დაკვირვებას და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების გაუმჯობესებას ემსახურება. H2A რაკეტა, რომლის გაშვებაც კომპანიამ “მიცუბიში” უზრუნველყო, იაპონიის სამხრეთიდან, ტანეგაშიმის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. მასზე სპეციალური ოპტიკური სატელიტია, რაც იაპოონიის მხრიდან სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს. მთავრობის კაბინეტის სატელიტური […]

მარნეულთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ქვემო ქართლში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მარნეულთან მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რიში სუნაკი – იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო

იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია. ესაა დაძაბულობის დეესკალაცია და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. სწორედ ამიტომ ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა მიმდინარე მოვლენები განცხადებებში დაგმეს და „ჰუსიტებს“ შეწყვეტისკენ მოუწოდეს”, – განაცხადა სუნაკმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, […]

4 უკრაინელი მეზღვაური იემენელი ჰუტების ტყვეობაშია | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იემენის შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჰუთებს, ოთხი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენი ოთხი მეზღვაური ჰუტებს ტყვედ ჩაუვარდა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ დაბრუნებაზე“, – თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების […]

ხანდაზმულების შობა დიდ ბრიტანეთში

შობა ტრადიციულად, საოჯახო დღესასწაულია. მაგრამ იმ მოხუცებისთვის, რომლებიც ოჯახურ ხალხმრავლობასა და ხალისს მოკლებულნი არიან, ეს წლის განმავლობაში ერთ-ერთი ურთულესი და ყველაზე სევდიანი დღეა. ამბობენ, რომ ამ დღეს ისინი მარტოობას განსაკუთრებით განიცდიან. ერთი ბრიტანული ორგანიზაცია ამის შეცვლას ცდილობს.