თოვლი, წვიმა, ქარბუქი, ყინვა – ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამინდი 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქალი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული და ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დედაქალაქში 13 იანვარს ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება, 15 იანვარს კი -2 გრადუსამდე […]
ჩელენჯ თასი | დებიუტანტებით წლის პირველ მატჩში

“შავი ლომი” 2024 წლის პირველ მატჩს დებიუტანტებით ხვდება. ალექსანდრე ჯიღაური გუნდის კვართს პირველად მოირგებს, ტრავმიდან დაბრუნებულ თენგიზ ზამთარაძეს და ნიკოლოზ ხატიაშვილს კი დებიუტი ჩელენჯ თასზე ექნებათ. მესამე რაუნდში ჩვენი გუნდი “კასტრს” საფრანგეთში, “პიერ ფაბრეზე” 19:15 საათზე ერკინება და გამარჯვების, გნებავთ ბონუს-ქულის აღების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ფლეი ოფის საგზურის მოპოვების თვალსაზრისით გადამწყვეტი ბოლო […]
სალომე ზურაბიშვილი ბოლო მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2024 წლის 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. “როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე, დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, […]
მედვედევის თქმით, რუსეთი ატომური იარაღით პასუხისთვის მზადაა

დმიტრი მედვედევი კვლავ ატომური იარაღით იმუქრება. მისი თქმით, უკრაინის ნებისმიერი თავდასხმა რუსეთში მდებარე რაკეტების გაშვების ობიექტებზე, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღით, მოსკოვის მხრიდან ბირთვული პასუხის საფრთხეს ქმნის. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო მეთაური განიხილავს რუსეთის შიგნით რაკეტების გაშვების […]
ოჩამჩირის ბაზამ რუსული სამხედრო ხომალდები შესაძლოა წელს მიიღოს – შამბა

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ადასტურებს, რომ ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ შესაძლოა რუსული სამხედრო ხომალდები 2024 წელს მიიღოს. “სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამიჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა […]
ტენდერის ჩავარდნა, თუ კორუფცია და ცუდი მენეჯმენტი? – 79 მილიონი საბავშვო ბაღების საკვებისთვის

79 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი, თბილისის საბავშვო ბაღები საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩავარდა. სააგენტომ ტენდერი მხოლოდ 30 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი ტექნიკური მიზეზით ჩაიშალა. ახლა სააგენტო იტყვის, რომ იძულებულია საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს და არა ტენდერით. ოპოზიციაში კორუფციის მაღალ რისკებსა და ცუდ მენეჯმენტზე საუბრობენ. 79 მილიონიანი ტენდერით თბილისის ყველა საბავშვო ბაღი უნდა მომარაგებულიყო. “თბილისის მერიამ და ბაღების […]
თოვლი, ქარბუქი და ყინვა – გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 […]
ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე: ჰგონია, მისი როყიო სიტყვები არ აზიანებს ოპოზიციას?

ევროპული საქართველოს ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში როყიო სიტყვები უწოდა მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “298 დღის შემდეგ ივანიშვილი მოსკოვში იქნება” და თქვა, რომ ასეთი კომენტარები აზიანებს ისეთ ოპოზიციასაც, სადაც სიტყვის ფასი იციან. “ადამიანები თუ საკუთარ თავსა და სიტყვებს პატივს სცემენ, ისეთ რაღაცებს რატომ იძახიან, რომ მერე ოცნება თავზე ახევს და დასცინის? მაგას […]
„2026-2027 წლებში ჩასაბარებელი ბინების ნაწილი უკვე რეალიზებულია”- „არსის” გენერალური დირექტორი

„2023 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება, ამაზე მიუთითებს ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც გვაქვს” – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას კომპანია „არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა. მისი თქმით, დეველოპერები არ ელოდებიან, რომ მოკლევადიან პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საცხოვრებელ ფართებზე გაცემული ნებართვების რიცხვი, წინა […]
განსაკუთრებით წარმატებული დანაზოგების ლათინურ ამერიკაში ინვესტირება აღმოჩნდა – საპენსიო სააგენტოს ანგარიში

საქართველოს საპენსიო სააგენტო 2023 წლის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ზომა 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც დარიცხული სარგებელი 857 მილიონი ლარია. ანგარიშში საუბარია, როგორც ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე არსებული ინვესტიციებიდან (სადეპოზიტო სერტიფიკატებიდან და ფასიანი ქაღალდებიდან) მიღებულ შემოსავლებზე, ასევე გლობალურ აქციებში ჩადებული აქტივებიდან მიღებულ სარგებელზე. გლობალურ აქციებს შორის საპენსიო სააგენტო მიუთითებს, […]