ვალუტის კურსი შაბათ-კვირას | რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს?

ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით, 15 იანვრის ჩათვლით: · 1 აშშ დოლარი – 2.6741 ლარი ეღირება; · 1 ევრო – 2.9308 ლარი; · 1 ფუნტი – 3.4011 ლარი; · 1 ლირა კი 0.0889 ლარი;
ბინის გაქურდვის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ. ფაქტი 9 იანვარს მოხდა. საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე იმავე დღეს დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ. დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისის “დინამომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

“დინამო თბილისი” დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. დინამოელები შეკრების პირველ ეტაპს 27 იანვრამდე დედაქალაქში გაივლიან და ტესტ მატჩსაც გამართავენ. 27 იანვრიდან კი შეკრების მეორე ეტაპი თურქულ ანტალიაშია დაგეგმილი. ანდრეს კარასკოს გუნდი თურქეთში 20 თებერვლამდე გაჩერდება და 5 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. სპარინგ პარტნიორთა შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ. დღევანდელ სავარჯიშო პროცესში კი 27 ფეხბურთელი […]
გომი-საჩხერის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც. ხოლო დანარჩენი სახის […]
კიბო „ახალგაზრდავდება“ და ექიმები ჯერჯერობით მიზეზს ვერ პოულობენ

კიბო აღარ არის „სიბერის დაავადება“, ის სულ უფრო მეტად ვლინდება ახალგაზრდებში, აღნიშნავენ ამერიკელი ექიმები. მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში და მიზეზი გაურკვეველია – არაჯანსაღი ცხოვრების წესი სრულყოფილად ვერ ხსნის სიტუაციას. კიბო უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას აწუხებს მთელს მსოფლიოში: აშშ-ში დიაგნოსტიკის მაჩვენებელი 20 წლის განმავლობაში გაიზარდა 12,8%-ით და ჟურნალში BMJ Oncology გამოქვეყნებულმა კვლევამ 50 წლამდე […]
შენგელიას “ვირტუსი” “ეფესთან” უშანსოდ დამარცხდა

ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ სტამბოლში „ანადოლუ ეფესთან“ 75:99 დამარცხდა. ბოლონიურმა გუნდმა პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა, 29:50 დათმო, დიდი შესვენების შემდეგ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და ტურნირზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. შენგელიამ 14:56 წუთში 3 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, […]
ავარია მაგისტრალურ მილზე – ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს წყალი შეუწყდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს ავარიულად დაზიანდა.ს მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციის თანახმად, […]
რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9308 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9415 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.
სიჭინავა კობახიძეზე: რა კითხვების დასმის თავი ჰქონდა, გახარიას ქლესა ღიმილით დასდევდნენ

პარტია საქართველოსთვის წევრმა, ბერდია სიჭინავამ, ირაკლი კობახიძის პოსტის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც წერს, რომ გიორგი გახარია მათ ატყუებდა, რომ “ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო” და მეორე დღეს დაიმალა, როდესაც მტკიცებულებები უნდა წარედგინა. “ძალიან კარგად იციან, რომ კვირა არ გავიდოდა ბასიანში 2-3 ახალგაზრდა არ დაღუპულიყო, დღეს ლეგალურად აქციეს ნარკომანია, პირდაპირ პროგრამაში ჩართულ ადამიანს გამოაქვს […]
წყალი ისევ გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს, წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს. გლდანის რაიონი, ზაჰესი, გრიგოლ ხანძთელის ქ. N 4 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის ქუჩას. ისნის რაიონი, წყალი შეუწყდათ ავარიულად მესხეთის ქ. N 83 თან ქსელზე […]