ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უწყების თქმით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი.
ხაშური-აწყურის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დეპარტამენტის თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, ზოგიერთს კი დღეს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. · საბურთალოს რაიონში – ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე დაზიანებაა, წყალმომარაგება 12/01-ის 21:00-დან 13/01-ის 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ზაურ ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის (ქაფიანიძე), ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს […]
“ნაპოლი” ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს ნახევარდაცვის გაძლიერებას

“ნაპოლი” ელიფ ელმასმა დატოვა, პიოტრ ზილენსკიც წასვლას აპირებს, ამიტომ მათი შემცვლელების დამატებას ცდილობს. “ფიორენტინამ” ჩეხეთის ნაკრების 29 წლის შემტევის ანტონინ ბარაკის 500 ათას ევროდ იჯარით დათმობაზე და ზაფხულში 6 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა, თუმცა ნეაპოლური კლუბი დანებებას არ აპირებს და მალე ფლორენციელებს ახალი წინადადებით მიმართავს. გასულ წელს “ვერონასგან” 9.2 მილიონად შეძენილმა ჩეხმა ამ სეზონში […]
“ნაპოლიმ” ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს ნახევარდაცვის გაძლიერებას

“ნაპოლი” ელიფ ელმასმა დატოვა, პიოტრ ზილენსკიც წასვლას აპირებს, ამიტომ მათი შემცვლელების დამატებას ცდილობს. “ფიორენტინამ” ჩეხეთის ნაკრების 29 წლის შემტევის ანტონინ ბარაკის 500 ათას ევროდ იჯარით დათმობაზე და ზაფხულში 6 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა, თუმცა ნეაპოლური კლუბი დანებებას არ აპირებს და მალე ფლორენციელებს ახალი წინადადებით მიმართავს. გასულ წელს “ვერონასგან” 9.2 მილიონად შეძენილმა ჩეხმა ამ სეზონში […]
ისნისა და ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს გაზი 19 საათით შეუწყდა | აღდგენის დრო

თბილისში ბუნებრივი აირი 401 აბონენტს არ მიეწოდება. “თბილისი ენერჯის” ცნობით, გაზი არ აქვს ჩუღურეთისა და ისნის მოსახლეობის ნაწილს. როგორც კომპანია წერს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება 13 იანვარს, 14:00 საათზე აღდგება.
31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.4 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.4 მილიარდი ლარი, წმინდა ამონაგებმა კი, 856.7 მილიონი ლარი შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7095 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 21,557,544.86 ლარი. მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 477 […]
ბაჩო დოლიძე: იმედს ვიტოვებთ, თებერვალში ახალი პარტიის პრეზენტაციას შევძლებთ

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ახალი პარტიის პრეზენტაცია თებერვალში გახდება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებენ. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ახალი პარტიის წარდგენა მაშინ მოხდება, როცა მათ ამომრჩეველთან კონკრეტული შეთავაზება ექნებათ. “ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, იმიტომ, რომ პარტიის ჩამოყალიბებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, თუმცაღა იმედს […]
რუსი აქტივისტი, უდალცოვი წინასწარ პატიმრობაშია ტერორიზმის გამართლების ბრალდებით

მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, სერგეი უდალცოვი წინასწარ პატიმრობაში მოათავსა, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით. ბასმანის ოლქის სასამართლომ 12 იანვარს გადაწყვიტა, რომ უდალცოვი წინასწარ პატიმრობაში სულ მცირე 15 თებერვლამდე უნდა დარჩეს. უდალცოვი 11 იანვარს დააკავეს, მას მერე, რაც პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა. თავად აქტივისტმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება მის საჯარო მხარდაჭერას […]
მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, თბილის ნაწილს წყალი შეუწყდა | აღდგენის დრო

GWP- ის ცნობით, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს 12 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან, 13 იანვრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: – ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, […]