“მაია ცქიტიშვილმა პირადად გააქცია ინვესტორები კაბინეტიდან”; “დამშვიდდი, რა იყო, რა დაგემართა” – ბერდია სიჭინავა და გრიგოლ გეგელია

ტვ პალიტრის ეთერში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა და ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია, ბერდია სიჭინავა ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ლელო ვერ შეძლებს პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას და ეს ტყუილია, საპირისპიროს ამტკიცებდა გრიგოლ გეგელია და ჟურნალისტის კითხვას, ბერია სიჭინავასადმი, გახარიას გუნდი რამდენ პენსიას პირდება ამომრჩეველს, გრიგოლ გეგელია პასუხობს და ამბობს, რომ გახარიას […]

ბაჩო დოლიძე: ვიმედოვნებთ, თებერვალში შევძლებთ ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ახალი პარტიის პრეზენტაცია, რომლის დაფუძნებასაც ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად გეგმავს, თებერვალში იგეგმება. მისივე თქმით, მანამდე, მიმდინარეობს კონსულტაციები პოლიტიკოსებთან, “ძველ და ახალ სახეებთან”. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. “როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება და ხედვა ჩვენი ამომრჩევლისთვის, მაშინ წარვუდგებით […]

დუმა განიხილავს კანონს, რომელიც ნასამართლებ უცხოელებს ჯარში მსახურობის უფლებას მისცემს

რუსეთის სახელმწიფო დუმა ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ნასამართლებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს. შესაბამისი დოკუმენტი დუმის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ინიციატივა ტულის ოლქის პარლამენტს ეკუთვნის. მსგავსი კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებზე ვრცელდება დუმამ 2023 წლის ივნისში მიიღო. “იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი კანონებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება აქვს, მიზანშეწონილია ამ კანონის […]

ჩინეთიდან ბლოკ–მატარებელი უკვე აზერბაიჯანშია და საქართველოს გავლით ევროპაში უმოკლეს ვადებში ჩავა

ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო უწყებებს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად პირველი ბლოკ–მატარებელი ჩინეთიდან აზერბაიჯანამდე უმოკლეს ვადებში ჩავიდა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში შევა. ზემოხსენებული ქვეყნების სარკინიგზო უწყებებს შორის შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მნიშვნელოვანი წინსვლაა ფასწარმოქმნის გამჭვირვალობაში, ტვირთების მიწოდების ვადების ოპტიმიზაციასა და სანავიგაციო სისტემის მეშვეობით გზაში ტვირთების მეთვალყურეობის მიმართულებებით. აღნიშნული […]

საქართველოში ამინდი გაუარესდება და ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს – სინოპტიკოსები ძლიერ თოვას, ღამით კი -3 -5 გრადუს ყინვას ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი გაუარესდება და ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს. “12 იანვრის საღამოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში […]

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში საჰაერო იერიშის საფრთხის გამო,ზოგიერთ რეგიონში განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ავიაიერიშის საფრთხე ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმის, კიროვოგრადისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებშია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში მიემგზავრება | Le Figaro

ფრანგული Le Figaro-ს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟორნე სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრება. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის დემონსტრირებას აპირებს – იუწყება მინისტრის გარემოცვა.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა | ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. 37 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ – მიდიოდა ბრძოლა, წავიყვანთ ამომრჩეველსო, მაგრამ ვერ მიჰყავთ, მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება!

გააკეთოს ახლა ნიკა მელიამ ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს, როგორ წაიღებს მაგასაც ვნახავ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, პარტია, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი იქნება, შუა ოპოზიციურ ხმებს ვერ წაიღებს. „მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც […]

“სახეზე გვაქვს კონვენციური დარღვევა” – მამუკა ნოზაძე ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და […]