ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ტაივანში, ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე, 18,000-მდე საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმის მიცემის უფლება 20 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წევრი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ჩინ-ტი ითვლება. „ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტაივანის მიერ ძნელად მოპოვებულ დემოკრატიას წარმოადგენს“, – […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულს ულოცავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის საიდუმლომ ჩაანაცვლა. „სომხური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის […]
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსების სარაკეტო იერიშები გრძელდება

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ მოიგერია“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. დღეს დილით, აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო […]
აშშ-ის სამხედრო ძალებმა „ჰუსიტებზე“ დამატებითი საჰაერო იერიში განახორციელეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა „ჰუსიტებზე“ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა. მისი განცხადებით, რომ საჰაერო დარტყმების მიზანს „ჰუსიტების“ სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე თავდასხმა ვეღარ შეძლონ.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უწყების თქმით, რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს. “უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი” მოიგერია,” – წერს უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ […]
შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
(რ) საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება

საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ბიზნეს მომხმარებლებს ახალი სესხის აღების შემთხვევაში, დოლარსა და ევროში 2%-მდე ფასდაკლებას უკვე 29 თებერვლის ჩათვლით სთავაზობს. საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხი, ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში შეუძლიათ აიღონ. (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი […]
აშშ-მ ჰუსიტების წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები მიიტანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე ჰუსიტების სარადარო სისტემები იყო. მათივე თქმით, მართვადი რაკეტების გამანადგურებელმა Carney-მა Tomahawk-ის ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანა დაჯგუფების წინააღმდეგ. თავდასხმის მიზანი კი იყო ის, რომ ჰუსიტებმა საზღვაო, მათ შორის კომერციულ გემებზე თავდასხმა ვეღარ შეძლონ. გასულ დღეს ჰუსიტების სატელევიზიო არხი ალ-მასირა ავრცელებდა ინფორმაციას, […]
ჩინეთმა 2023 წელს ნავთობისა და გაზის მოპოვება რეკორდულად გაზარდა

ჩინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებამ 2023 წელს 390 მილიონ ტონა ნავთობის ეკვივალენტს გადააჭარბა, რაც რეკორდული მოცულობაა, განაცხადა ეროვნული ენერგეტიკის ადმინისტრაციამ (NEA). ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 208 მილიონ ტონას, რაც გასული წლის განმავლობაში 3 მილიონ ტონაზე მეტით გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო ოფშორული წარმოების მნიშვნელოვანი ზრდით – 62 მილიონ ტონამდე. ფიქლის ნავთობის წარმოებამ 4 მილიონ ტონას გადააჭარბა […]