ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების უკვე 1% ემსხვერპლა

ღაზის სექტორში მცხოვრები ბავშვების 1% ისრაელის თავდასხმების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის Save the Children მესიჯშია ნათქვამი, სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. უფლებადამცველებმა გაიხსენეს, რომ ბლოკირებულ ექსკლავზე ისრაელის თავდასხმების დროს 10 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა და მთლიანად ღაზაში 1,1 მილიონი არასრულწლოვანი ცხოვრობს. ამრიგად, რეგიონის ბავშვთა მოსახლეობის 1 პროცენტი დაიღუპა ისრაელის არმიის თავდასხმების დროს, ნათქვამია […]

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ტაივანში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. 18 000-მდე საარჩევნო უბანი, ადგილობრივი დროით 8:00 საათზე, გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება 20 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მმართველი “დემოკრატიული პროგრესული პარტიის” წევრი და ვიცეპრეზიდენტი, ლაი ჩინ-ტი მიიჩნევა. მისი მთავარი კონკურენტი ჰოუ იუია, რომელიც ტაივანში სიდიდით მეორე პარტიის კანდიდატი და ტაიბეის ყოფილი მერია. საპრეზიდენტო […]

საპენსიო სააგენტო: გასულ წელს აქტივების ზომა ₾4.4 მლრდ, წმინდა ამონაგები კი ₾856.7 მლნ იყო

საპენსიო სააგენტო გასული წლის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 4.4 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც წმინდა ამონაგები 856.7 მლნ ლარია. გარდა ამისა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანს შეადგენს. ამავე ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7 095 პირმა, ხოლო პენსიის სახით გაცემულმა თანხამ […]

ირაკლი მელაშვილი – ფაქტია, ივანიშვილი აღარ ანდობს მის მიერ დატოვებულ ფიგურებს „სამთავრობო ავტომობილის“ მართვის საჭეს და აფიქსირებს, რომ მძღოლის შერჩევის პროცესში ის უკვე არა კულუარულად, არამედ საჯაროდ ჩაერევა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა. – ბატონო ირაკლი, ახალი წლიდან 2024 წლის კალენდრით ვცხოვრობთ, მაგრამ აქტუალურ განხილვად თემად რჩება გასული წლის ბოლოს წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთს ივანიშვილის „პოლიტიკაში დაბრუნებაზე“ ნეგატიური რეაქცია არ ჰქონია, რაც ივანიშვილისთვის უფრო პოზიტიური რამაა, ვიდრე ნეგატიური. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ 16 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი პანელურ დისკუსიაზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში“ სიტყვით გამოვა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი და პრეზიდენტი, ბიორგე ბრენდე მიიღებენ. ასევე, […]

ტაივანი დღეს პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევს

ტაივანში არჩევნებია – 20 მილიონამდე ტაივანელი დღეს პრეზიდენტსა და პარლამეტს ირჩევს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წევრი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, უილიამ ლაი ჩინ-ტი, რომლის თქმით „ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“. ლაი, რომელსაც ჩინეთმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან იგი ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს […]

Boeing-მა 2023 წელს კომერციული თვითმფრინავების მიწოდება 10%-ით გაზარდა

ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing Co-მ 2023 წელს მომხმარებლებისთვის კომერციული თვითმფრინავების მიწოდება 10%-ით, 528-მდე გაზარდა, 2022 წელს მათი რიცხვი 480 იყო. როგორც კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, მიწოდების ძირითადი ნაწილი – 396 თვითმფრინავი – 737 ტიპის იყო. მეოთხე კვარტალში ბოინგმა მომხმარებელს 157 თვითმფრინავი მიაწოდა, მათ შორის 110 ერთეული 737 ტიპის.

აშშ “ჰუსიტებზე” დარტყმებს აგრძელებს, იემენი პროტესტის ტალღამ მოიცვა

13 იანვრის ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი დარტყმები განახორციელა “ჰამასის” მხარდამჭერი “ჰუსიტების” ობიექტებზე იემენში. “ჰუსიტების” შეიარაღებული დაჯგუფება აცხადებს, რომ იემენის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს შეტევები დასჯისა და პასუხისგების გარეშე არ ჩაივლის. განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე BBC ავრცელებს. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოუწოდებს მხარეებს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, თავი აარიდონ მდგომარეობის მეტად ესკალაციას. 12 […]

ტრამპი: ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში ვყრით, ამ ოპერაციას ოსტინი პალატიდან ხელმძღვანელობს

აშშ-ს ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ თავდასხმების გამო გააკრიტიკა. “ნება მომეცით, კარგად გავიგო. ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში (სადაც მე დავამარცხე ISIS!) ვყრით და ამ ოპერაციას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, რომელიც 5 დღეა არ გამოჩენილა, საავადმყოფოს პალატიდან ლეპტოპით ხელმძღვანელობს”. – წერს ტრამპი Truth Social პოსტში. ამავე განცხადებაში ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა “ავღანეთიდან ამერიკელი […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.