პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საბჭოს წევრებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით შემოსულობები 102.2%-ით, საგადასახადო შემოსავლები 101.7%-ით, პრივატიზაცია 124.3%-ით, გადასახდელები 100.3%-ით, კაპიტალური ხარჯები კი, 101.2%-ით შესრულდა, ხოლო მშპ-სთან მიმართებით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა 2.5% შეადგინა. როგორც რეგიონული განვითარებისა […]

სანკტ-პეტერბურგში Wildberries-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

სანკტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა – საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იწყება, რომ ხანძრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრია. ხანძარს მიენიჭა სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მათი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. საწყობი მდებარეობს პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე. ტელეგრამარხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანის სადგომთან ახლოს […]

ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში – რას ურჩევენ სპეციალისტები მოსახელობას

ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში. კლინიკებში მიმართვიანობა იზრდება. ამ ეტაპზე, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ. “ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია, ისევე როგორც ყველა სეზონზე და ყველა წელს. ცირკულირებს […]

მიშა ანდღულაძე დავით კეზერაშვილზე: ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად – მიზეზი იყო, სოლოლაკი რომ ვერ “ავიღეთ”

ჩვენ როდესაც გადავედით “ფორმულაზე”, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა, – ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა. ანდღულაძის განცხადებით, “ფორმულაზე” გასართობი გადაცემების დახურვა ფულს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან, შეუძლებელია, ოლიგარქმა მიზეზად თანხების არარსებობა მოიყვანოს. მისივე თქმით, გადაცემები იმის […]

2023 წელს, ფასები 30%-მდე გავზარდეთ – „დედაენა ბარი“

თბილისში მდებარე, „დედაენა ბარის“ თანადამფუძნებელი დათა ლაფაურის თქმით, გასულ წელს ბარში მომსახურების ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებაა. ბარის ხელმძღვანელი გასულ წელს აფასებს და ამბობს, რომ 2023 წელი მათთვის არც ისე კარგი იყო, რადგან არასახარბიელო საგარეო და საშინაო ვითარება იყო შექმნილი, მან ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად უამინდობაც დაასახელა. „წინა წელზე კარგის არაფრის თქმა […]

CashBack-ის განსაკუთრებული აქცია ETAM – ში

13 და 14 იანვარს, ლიბერთის Mastercard – ის მფლობელებს გაზრდილი CashBack – ის განსაკუთრებული აქცია ელოდებათ. City Mall-ის საბურთალოს ფილიალში, მაღაზიაში “ETAM” თანხის დახარჯვის შემთხვევაში, მომხმარებლებს ყველაზე მაღალი, 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი 200 ლარია. აქცია ვრცელდება მხოლოდ საბურთალოს City Mall-ში მდებარე ფილიალზე შეგახსენებთ ქეშბექის დაბრუნების აუცილებელ პირობებს: ● გაიაქტიურეთ შეთავაზება ქეშბექის […]

სტალინის მუზეუმის დახურვის იდეის გამო, საქართველოს საგარეო ჩემთვის “ადგილის მიჩენას” ცდილობდა | პოლონეთის ელჩი

პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა გამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში განაცხადა, სტალინის მუზეუმის დახურვის სურვილის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არაოფიციალური გზით საყვედური მიიღო. მაშკევიჩის განმარტებით, მუზეუმთან დაკავშირებული პოზიციის გამო, უწყება მისთვის “ადგილის მიჩენას ცდილობდა.” “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… მე ამ თემაზე, რა ახსნაც არ უნდა იყოს, არ […]

ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. როგორც უკრაინული მედია წერს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორები ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი 16 იანვარს პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. პანელურ დისკუსიაში, ზელენსკისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს შვაბიც. ამას გარდა, უკრაინის მშვიდობის ფორმულის ფარგლებში, 14 იანვარს, დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე […]

უკრაინაში რუსეთის სარაკეტო შეტევები სამ საათს გაგრძელდა – უკრაინული მედია

13 იანვარს გამთენიისას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოკუპანტი რუსების მხრიდან სარაკეტო შეტევები დილის დაახლოებით 6 საათზე დაიწყო და თითქმის სამ საათს გაგრძელდა. დილის დაახლოებით შვიდ საათზე ე.წ. ჰიპერბგერითი კინჟალები დედაქალაქის მიმართულებითაც გაუშვეს რუსებმა. მოსახლეობას რუსების სამიზნე რეგიონებში, თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით. 12 იანვარს კიევში დიდი ბრიტანეთის […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი.