ისრაელი 99-ე დღეა უტევს ღაზას, დაღუპულია 23 700-ზე მეტი ადამიანი

13 იანვარს ისრაელმა კვლავ მიიტანა დარტყმები ღაზაზე, იმ ფონზე, როცა პალესტინელთა ტერიტორიაზე ომის 99-ე დღეს შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, გათიშულია ტელეკომუნიკაციები. იზრდება შეშფოთება რეგიონში კონფლიქტის გაფართოებაზე, მას მერე, რაც აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა დარტყმები მიიტანეს იემენში ჰუთ მეამბოხეებზე, რომლებიც მხარს უჭერენ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს. ჰუთები უტევენ კომერციულ მიმოსვლას წითელ ზღვაზე. […]
საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წელი განსაკუთრებით კარგი იყო ლათინური ამერიკის აქციებისთვის

საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელის მიმოხილვას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით,2023 წელი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც და ძირითადმა საფონდო ინდექსებმა დაბალი ერთნიშნა ზრდა დააფიქსირეს. განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის. 31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი […]
“არ მიიღოთ მონაწილეობა” – საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები 13 იანვარს სამი საათიდან პარლამენტთან იკრიბებიან. საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ ჩაერთონ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. “ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ […]
არ შეიძლება ყოყმანი ისეთ საკითხში, როგორიცაა უკრაინის შეიარაღება და მხარდაჭერა. ჩემთვის ეს უდაო ფაქტია | ტუსკი

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი პირობას დებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ დააყოვნებს. ტუსკის თქმით, ოფიციალური ვარშავა შეეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას: “უკრაინა რუსეთის შეკავებით, საშუალებას აძლევს პოლონეთს თავი შედარებით დაცულად იგრძნოს. ამიტომ, მომავალში ვარშავა დაუპირისპირდება ნებისმიერ დისკრედიტაციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.” ამბობს ტუსკი. მისივე თქმით, ევროპამ მეტი ფული უნდა ჩადოს იარაღსა […]
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

TV ბორჯომის ინფორმაციით, ბორჯომში, რველი-ზანავის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე საცობია და ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
თავისუფლება მიშას | აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პეტიცია და მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტის სახელზე აშშ-ში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. “საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენი ექსკლუზიური უფლებამოსილება, შეწყალების უფლება, და პოლიტიკური პატიმრობისაგან გაათავისუფლოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. თქვენი გადაწყვეტილება იქნება თქვენი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნებზე, რომელიც […]
„ჰუსიტების“ წარმომადგენელი – აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია

აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ნასრედინ ამერმა განაცხადა. „დაშავებულები არ ყოფილა, ასევე, არც მატერიალური და არც ადამიანური დანაკარგები“, – განაცხადა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა. ამერმა აღნიშნა, რომ თავდასხმებს „ჰუსიტები“ ძლიერ და ეფექტურ პასუხს გასცემენ. „ჰუსიტების“ სპიკერმა, მოჰამედ აბდულსალამმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმები წითელ ზღვაში ისრაელთან კავშირში მყოფ გემებზე თავდასხმებში დაჯგუფებას ხელს […]
საპატრიარქო სასულიერო პირებს: თუ აქციამ დესტრუქციული სახე მიიღო, მონაწილეობა არ მიიღოთ

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და დღეს პარლამენტთან ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქცია “პოლიტიკურ ან დესტრუქციულ” ხასიათს მიიღებს, მონაწილეობა არ მიიღონ. “ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე […]
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, ექვსი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ცენტრალურ ქალაქ პინგდინშანში ადგილობრივი დროით 14:55 საათზე მოხდა. როგორც ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევის დროს მაღაროში […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ღია წერილს ავრცელებენ და დახმარებას ივანიშვილისგან ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ღია წერილს ავრცელებენ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკის რეაბილიტაციის პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება მუდმივი ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ უწევთ. ექიმები გამოთქვამენ ეჭვსაც, რომ ჯანდაცვის უწყების მხრიდან კლინიკის დისკრედიტაციის, ჩამოშლის და პარალიზების პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მათ მიერ გავრცელებულ ღია წერილს გთავაზობთ […]