Forbes Ukraine: 13 იანვრის ღამის თავდასხმა უკრაინაზე, რუსეთს დაახლოებით $239 მილიონი დაუჯდა

13 იანვარს უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა რუსეთს დაახლოებით 239 მილიონი დოლარი დაუჯდა. აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია, გამოცემა Forbes Ukraine- ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 13 იანვარს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტა გამოიყენეს. “Shahed-136/131 თითო ერთეული 20,000 დოლარიდან 50,000 დოლარამდე ღირს. ანუ მინიმუმ […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი სტეფან სეჟურნე კიევში 13 იანვარს დილით ჩავიდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, სეჟურნე უკრაინაში ჩავიდა “საფრანგეთის დიპლომატიური ძალისხმევის გასაგრძელებლად და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ერთგულება მისი მოკავშირეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ”. #Ukraine | @steph_sejourne est arrivé à Kyiv pour son premier déplacement sur le terrain, […]
პანდემიის შემდეგ ავიაკომპანიებმა ევროპასა და აშშ-ში რეკორდული მოგება მიიღეს

ავიაკომპანიებმა Ryanair, IAG, Lufthansa, Air France-KLM, United, Delta და სხვებმა 2023 წლის მესამე კვარტალში საკმაოდ კარგი ფინანსური შედეგები აჩვენეს. სახეზეა, რომ ინდუსტრიის შემდეგ ინდუსტრიამ პანდემიის შემდეგ სწრაფი აღდგენა დაიწყო. ამასთან, ევროკომისიამ და მომხმარებელთა ასოციაციამ აღნიშნეს, რომ ფრენები დღეს უფრო ძვირია, ვიდრე 2019 წელს, როდესაც მგზავრების რეკორდული რაოდენობა იყო მიღწეული. usanews.net-ის ცნობით, Ryanair-იც კი არ არის […]
აშშ-მა დარტყმა განახორციელა ჰუთების კიდევ ერთ ობიექტზე იემენში

აშშ-ის არმიამ 13 იანვარს დარტყმა განახორციელა იემენში ჰუთების კიდევ ერთ ობიექტზე, რომელიც, მისი დასკვნით, საფრთხეს უქმნიდა წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ ხომალდებს – ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ბრიტანეთმა საჰაერო იერიშები განახორციელეს ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ. აშშ-ის არმიის განცხადებით, რადარზე აღნიშნული ჰუთების ობიექტის წინააღმდეგ “დამატებითი ქმედება” განახორციელა საზღვაო გამანადგურებელმა, USS Carney-მა, Tomahawk-ის ტიპის სახმელეთო რაკეტებით. […]
საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტთან დაგეგმილმა აქციამ პოლიტიკური ან დესტრუქციული სახე მიიღო, მასში მონაწილეობა არ მიიღონ

პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებაში,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა. „ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო […]
გია აბაშიძე: დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად

არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე იუმორისტი მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ “ფორმულაზე” გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს “სოლოლაკის აღება”. აბაშიძის თქმით, კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და […]
“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში” – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლოა პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია, დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს: “ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა,”- აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქო – ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე, მისი სათანადოდ არშეფასება სახიფათო პრეცედენტია – მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა

საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და […]
საპატრიარქო – საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას – მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში […]
კოტ დ’ივუარის პოლიცია ბილეთების გადამყიდველებს დააპატიმრებს

დღეს, 13 იანვარს, 2024 წლის აფრიკის თასის პირველი მატჩი გაიმართება – ტურნირის მასპინძელი კოტ დ’ივუარი გახსნით შეხვედრაში გვინეა ბისაუს დაუპირისპირდება. იქამდე, კი კოტ დ’ივუარელმა აქტივისტმა ედიტ ბროუმ ტვიტერში დაწერა, რომ ქვეყნის პოლიცია შეჯიბრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გადამყიდველებს დააპატიმრებს. “თუ პოლიცია ბილეთების გადაყიდვის ფაქტზე დაგიჭერთ, პირდაპირ იზოლატორში ამოყოფთ თავს. არ გარისკოთ!’ – დაწერა ბლოუმ. აფრიკის ერთა […]