წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტია დათვლილი. ლაის უახლოეს კონკურენტს, ჰოუ იუს, რომელიც ოპოზიციურ პარტია „გომინდანს“ წარმოადგენს, ამომრჩეველთა ხმების 33,2% აქვს. ტაივანში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დასრულდა.

BMW-ს გაყიდვები 2023 წელს, რეკორდულად, 2,56 მლნ მანქანამდე გაიზარდა

გერმანულმა Bayerische Motoren Werke AG-მ 2023 წელს რეკორდული 2,56 მლნ ავტომობილი გაყიდა. კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წლის განმავლობაში მიწოდება 6,5%-ით გაიზარდა. ამასთან, მეოთხე კვარტალში ზრდამ 10%-ს გაუტოლდა და 718,8 ათასი ავტომობილი შეადგინა. 2023 წელს BMW ბრენდის მანქანების გაყიდვები გაიზარდა 7,3%-ით და 2,25 მლნ ერთეული, MINI – 0,9%-ით 295 ათასამდე, Rolls-Royce – 0,2%-ით 6032 მანქანამდე. გარდა ამისა, […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება

უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ კიევში ჩასვლისას განაცხადა. „კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელი რჩება, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება“, – განაცხადა სტეფან სეჟორნემ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი […]

ორკ-ქოცები აქციას მართავენ – საპატრიარქო სასულიერო პირებს ჩაურევლობისკენ მოუწოდებს

სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები და მათი მომხრეები აქციას მართავენ. ორკ-ქოცები სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისათვის საღებავის შესხმის ფაქტს აპროტესტებენ და სახელმწიფოსაგან მსგავსი შემთვევებისათვის კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. “მოთხოვნა არის ორი. პირველია, რომ სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რის საფუძველზეც ამისთანა ფაქტები ჯარიმით კი არ დაისჯება, არამედ იქნება […]

ჩოხატაური საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს

ჩოხატაური საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს. მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო სივრცეები. პატარები თოვლის ბაბუასაც შეხვდებიან. “ახალი წლის დღეები” მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

რუსეთი, შეიარაღებისთვის საჭირო, დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს, სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს – კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიში

რუსეთი, შეიარაღებისთვის საჭირო, დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს, სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს. ამის შესახებ კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი სამხედრო მრეწველობისთვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტს განაგრძობს. ექსპერტების შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში იმ პროდუქტების იმპორტმა, რომლებსაც შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს, ცხრა მილიონ დოლარამდე […]

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით […]

სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. როგორც Associated Press წერს, მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. “დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად […]

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ აქციაში მონაწილეობა, თუ ის დესტრუქციული გახდება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 13 იანვარს “ალტ-ინფოს” მიერ დაგეგმილი აქცია, შესაძლოა, პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს. თუ ეს მოხდება, საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღონ ასეთ ქმედებებში მონაწილეობა. საქართველოს საპატრიარქო ცალკე განცხადებასაც ავრცელებს, სადაც წერს, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის […]

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების მაღალჩინოსანი გამოდის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელმა 12 იანვარს ღრმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მინისტრების განცხადებებზე, რომ არსებობს გეგმები პალესტინელი სამოქალაქო პირების “მასობრივი გადაყვანის” ხელშესაწყობად ღაზის სექტორიდან მესამე ქვეყნებში და კვლავ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით. “თუ არ ვიმოქმედებთ, ეს გახდება მოუშორებელი დაღი ჩვენს ჰუმანიზმზე”, – უთხრა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების დირექტორის მოადგილემ, მარტინ გრიფიტმა გაეროს უშიშროების საბჭოს. “მე კიდევ ერთხელ […]