გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნამქერის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი […]
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებულ აქციაზე „ხატის შეურაცხყოფაში“ დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს

პრორუსული, ანტილიბერალური და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მისი ტელევიზია „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 13 იანვარს, თბილისში, პარლამენტის წინ, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მატრონა მოსკოველის „ხატის შეურაცხყოფას არავის აპატიებენ“ და დამნაშავეთა სათანადო მუხლით დასჯას მოითხოვდნენ. „ჩვენი სიწმინდე წაბილწეს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები და გულისხმობდნენ სამების საკათედრო ტაძარში დაკიდებული მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას სტუმრობს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე უკრაინაში ჩავიდა. როგორც მისმა უკრაინელმა კოლეგამ, დმიტრო კულებამ განაცხადა სტეფან სეჟურნესთან ერთობლივ ბრიფინგზე, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი. თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ თავდაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. „უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ […]
ბორჯომში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “ტვ ბორჯომი” ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ბორჯომში, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამარშრუტო ტაქსი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი მოქალაქე, (ორი კაცი – სავარაუდოდ ადგილობრივი, ერთი ქალი). დაშავებულები ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. პირველადი ინფორმაციით, კაცებს […]
„ეს მთიან რეგიონებში ბიზნესების ხელშეწყობაზეა გათვლილი“ – რა მხარდაჭერას მიიღებს „აწარმოე საქართველოსგან“ ეკო ტურისტული ბიზნესი?

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციართა წრე გაფართოვდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნეს უნივერსალის პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა მეწარმეს, გარდა მათი, ვინც თბილისისა და ბათუმში ცხოვრობს. დაფინანსების მისაღებად პროგრამაში ჩართვა შეუძლია აგროტურიზმში ჩართულ იმ მეწარმეს, რომელსაც რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის 10 ნომრამდე განთავსება გააჩნია. ასევე პროგრამა ფარავს შენობა-ნაგებობებს, რომელიც განთავსების […]
ეფექტიანი მთავრობა ნიშნავს, ნაკლები რესურსით მაქსიმუმი შევძლოთ – პაატა შურღაია

გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.8%-ით გაიზრდება. საკითხზე, თუ რომელ სექტორებში უნდა ველოდოთ ყველაზე სწრაფ განვითარების ტემპს და რომელი სფეროები იქნებიან ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მიმზიდველი 2024-ში, BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” პაატა შურღაია, “გრანთ თორნთონის” თანამმართველი პარტნიორი საუბრობს. მისი თქმით, გასულ 2023 წელს ყველაზე მეტად საინფორმაციო და […]
“თავს უკონკურენტოდ ვთვლით” – რა სერვისებს სთავაზობს Modern Dog Resort-ი მომხმარებლებს?

ბაღი, სასტუმრო, წვრთნა, გრუმინგი და ვეტერინარული მომსახურება, – ეს იმ მომსახურებების ჩამონათვალია, რასაც Modern Dog Resort-ი მომხმარებლებს სთავაზობს. როგორც „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას მულტიფუნქციონალური სივრცის დამფუძნებელმა, თაკო გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ამ სფეროში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, თავს უკონკურენტოდ თვლიან. „ჩვენთან ყველა სივრცე ერთმანეთისგან არის გამოყოფილი და რაც მთავარია უსაფრთხო. ამიტომაც ბაზარზე მომრავლებული მსგავსი კომპანიების მიუხედავად თავს უკონკურენტოდ […]
ქეთევან თურაზაშვილი – ბოლო ორმა კვირამ ნათლად დაგვანახა, რამდენადაა გაზრდილი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ჰუმანურობა – მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პიროტექნიკის გაუაზრებელ გამოყენებას, მძიმე შედეგები მოაქვს

მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ პიროტექნიკის გაუაზრებელ გამოყენებას, ზიანი და მძიმე შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და, რა თქმა უნდა, ცხოველებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ] როგორც თურაზაშვილი აღნიშნავს, ბოლო ორმა კვირამ ნათლად დაგვანახა, რამდენადაა გაზრდილი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ჰუმანურობა. „სადღესასწაულო დღეებში სრულებით გონივრულად იყო გამოყენებული […]
სერბეთი “უაღრესად პროვოკაციულს და სახიფათოს” უწოდებს კოსოვოს მიერ პოლიციის დამატებით შეიარაღებას

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა პრიშტინას ბრალი დასდო დაძაბულობის სახიფათოდ გაზრდაში, მას მერე, რაც კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვეცლამ გამოაცხადა, რომ პატრულირების დროს კოსოვოს პოლიცია თოფებითაც იქნება შეიარაღებული. სვეცლამ ეს ინიციატივა 12 იანვარს გამოაცხადა და ის დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში – რითაც გაიზარდა დაძაბულობა, რომელსაც დიდწილად იწვევს გასულ წელს სერბეთსა და კოსოვოს საზღვრის ახლოს […]