ვითარება გზებზე | განახლებული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნამქერის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება […]

აშშ-სა და ბრიტანეთის ჰუსიტებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად იემენში აქცია გაიმართა

იემენელმა დემონსტრანტებმა, იემენის დედაქალაქ სანაში, აშშ-სა და ბრიტანეთის ჰუსიტებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად, მასობრივი მიტინგი გამართეს. როგორც ჰუსიტების მაღალჩინოსნებმა აქციაზე აღნიშნეს, ამერიკის და ბრიტანეთის აგრესია ვერ შეასუსტებს მათ მხარდაჭერას პალესტინელების მიმართ და ხაზი გაუსვეს, რომ წითელ ზღვაში დეესკალაციის ერთადერთი გზა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამართლიანად დასრულებაა. პროტესტის დროს, ჰუსიტების ლიდერი მუჰამედ ალ-ჰუთი სიტყვით გამოვიდა და აშშ წითელი ზღვის უსაფრთხოების […]

პრორუსული ძალადობრივი ალტი-ინფო მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს და ულტიმატუმს უყენებს

პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები 13 იანვარს სამი საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებისა და სხვა პრორუსული ძალების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობით ოპერის მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ისინი ძველი ქალაქის სამმართველოში განცხადების შეტანას აპირებენ, რითაც ნატა ფერაძის დასჯას ითხოვენ. შემდეგ კი, სამების ტაძრისკენ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სალოცავად მიდიან. აქციაზე გაიჟღერა ულტიმატუმმა სახელმწიფოს მიმართ და […]

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. “ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნამქერის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება”. – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. ამავე […]

ჯაბასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მაგარ ფორმაშია [VIDEO]

ჯაბას ნაკრებში ჯერ თავი არ ამოუწურია, მინიმუმ ეს 2 თამაშში უნდა დავითანხმოთ რომ დაგვეხმაროს. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუნდაც პეტიციის დაწერა დაგვჭირდეს და ხელის მოწერები :))

დიდ ბრიტანეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა

დიდ ბრიტანეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლის წინანდელ მაჩვენებლამდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სტატისტიკის ოფისი (ONS) ავრცელებს. გაერთიანებულ სამეფოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020-22 წლებში იყო 78,6 წელი მამაკაცებისთვის და 82,6 წელი ქალებისთვის, რაც 38 კვირით ნაკლებია 2017-19 წლებში მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკზე და 23 კვირით ნაკლები – ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისთვის 2010-2012 წლების […]

2030 წლისთვის ციფრული მარკეტინგის ინდუსტრია $1.5 ტრილიონს მიაღწევს

ციფრული მარკეტინგის უნარების მქონე კადრებზე მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება Coursera-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში – „2024 წლის სამუშაო უნარები“ – ციფრული მარკეტინგი ტოპ-ათეულშიც მოხვდა. მოხსენების თანახმად, ციფრულ მარკეტინგთან დაკავშირებული პროფესიები, ახალი ტექნოლოგიების გავლენით, სტაბილურად იზრდება. ხელოვნური ინტელექტი და კონტენტის გენერირების ხელსაწყოები ამ ინდუსტრიაში პროფესიებს არათუ ჩაანაცვლებს, პირიქით, სრულყოფს მათ. Coursera-ს პროგნოზით, ციფრულ მარკეტინგში დასაქმების მაჩვენებელი […]

ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დმიტრო კულება აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.