ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში 13 იანვარს გამარჯვება მოიპოვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, ლაი ჩინ-ტიმ. ჩინეთი ამ არჩევნებს აფასებდა არჩევანად ომსა და მშვიდობას შორის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთმა ლაის უწოდა „საშიში სეპარატისტი“, რადგან იგი უარყოფს ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს. ლაის მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ჰოუ იუიმ აღიარა არჩევნებში დამარცხება. ეს კანდიდატი ამომრჩევლებს პეკინთან უკეთეს კავშირებს […]

“ნაპოლის” ფანების წარმოუდგენელი საქციელი და ოსიმენის რეაქცია [VIDEO]

დღეს, 13 იანვარს, 23:59 საათზე, სტარტს აფრიკის თასი აიღებს. “ნაპოლისა” და ნიგერიის ნაკრების ფორვარდს სიურპრიზი გაუკეთეს და “პარტენოპეის” იტალიელმა ქომაგებმა ვიქტორის სანახავად დაახლოებით 8000 კილომეტრი გაიარეს. აღნიშნულმა ქმედებამ ნიგერიელი ფორვარდი ძალიან გაახარა. შეგახსენებთ, ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასზე პირველ მატჩს 14 იანვარს, ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ გამართავს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,843-ს აღწევს

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,843-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულია სულ მცირე 23,843 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 60,317-ს აღწევს. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ნანგრევებში რჩება.

აჭარის მთავრობა – მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად განაგრძობს. „იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსი“, – ნათქვამია გავრცელებულ […]

დიდთოვლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობაც. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. BBC-ის ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აიოვას შტატში, სადაც უხვი ნალექის გამო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარბუქს ცივი ციკლონი მოჰყვება, რაც რიგ ადგილებში ტემპერატურის -45 გრადუსამდე დაცემას გამოიწვევს. უამინდობის გამო გაუქმდა 2 000-მდე ავიარეისი.

გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, სიმპტომები 5-დან 7 დღემდე ხანგრძლივდება – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში და ვირუსების მომატებული შემთხვევები საქართველოში – ქვეყანაში ამ ეტაპზე, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ. “გრიპს ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ეს არის ძირითადად ცხელებით დასაწყისი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, […]

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება – აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარაში დიდთოვლობაა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად განაგრძობს. იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

„მიგრაციას ვერგავექცევით – მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობაა“- ლექსო ალექსიშვილი

„ჩვენ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ამ დიდ ეკონომიკურ სივრცეს (ევროკავშირს), მით უფრო მეტად გაგვეხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და ბუნებრივია, დადგება გამოწვევები, მათ შორის, მიგრაცია. მიგრაციას ვერ გავექცევით – მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობაა“, – ამის შესახებ PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე თქმით, მიგრაციის პროცესს ჯანსაღად უნდა შევხედოთ. […]

დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, bp საქართველოსა და British Council Georgia -ს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით,კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ბიპი-ს ვიცეპრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში ბახტიარ ასლანბაილიმ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და დაცული ტერიტორიების […]

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა | დაღუპულია 18 და დაშავებულია 30-მდე ადამიანი

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე კი დაშავდა. მეწყერმა დაფარა ქალაქების, მედელინისა და კუბდოს დამაკავშირებელი გზატკეცილი. მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.