ანტონიო კანდრევამ “ნაპოლის” ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

სერია A-ს მე-20 ტურში “ნაპოლი” “სალერნიტანას” მასპინძლობს და 29-ე წუთისთვის 0:1 მარცხდება. სტუმრები ანტონიო კანდრევამ ულამაზესი შორეული დარტყმით დააწინაურა.

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა

დღეს,13 იანვარს, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა. ლაი და მისი პარტია ტაივანის დამოუკიდებელ იდენტობას უჭერენ მხარს და ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ, რის გამოც ჩინეთმა ისინი გააკრიტიკა. არჩევნებამდე, ჩინეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ლაი სახიფათო სეპარატისტია, რომელსაც ტაივანის ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს და ამის […]

ზუგდიდი-ანაკლიის გზის სამუშაოები შეჩერებულია | 12 მილიონიანი ტენდერი “ოცნებასთან” დაახლოებულმა კომპანიამ მოიგო

ზუგდიდი – ანაკლიის გზის სამუშაოები შეჩერებულია. ამ მონაკვეთზე რეაბილიტაციის ჩასატარებლად 12 მილიონიანი ტენდერი იყო გამოცხადებული,რომელშიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა კომპანია “ინდიკომ ” გაიმარჯვა, სამუშაოებიც დაიწყო თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის. ადგილობრივების თქმით, შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათთან არავინ გამოჩენილა. ავტორი: ემა გოგოხია

მაღალი კონკურენციის ფონზე Tesla-მ ჩინეთში ორი ელექტრომობილის ფასი შეამცირა

მანქანების გაყიდვების ზრდის შენელების ფონზე, ჩინეთში ავტომობილების მწარმოებლებს შორის ფასების ომი გრძელდება, აღნიშნავს გაზეთი Financial Times. ამავე ცნობით, Tesla Model 3 სედანების ღირებულება საბაზისო კონფიგურაციაში 5,9%-ით შემცირდება, 245,9 ათას იუანამდე (34619 დოლარი), Model Y SUV-ების – ყველაზე გაყიდვადი მოდელის ფასი კი – 2,8%-ით, 258,9 ათას იუანამდე (36,449 დოლარი). შესაბამისად, ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლების Xpeng Inc-ის., Nio […]

Fitch Ratings – სებ-ის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის სესხების ზრდის დონის თანდათანობით შემცირებას

საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, აქტივების მძლავრი ხარისხით, მაღალი მომგებიანობითა და მაღალი კაპიტალიზაციით, – ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა. „საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, აქტივების მძლავრი ხარისხით (NPL-ის კოეფიციენტი მე-3 […]

ბუდუს ვეღარ აჩერებენ – ზივზივაძემ “ნიურნბერგსაც” გაუტანა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში “კარსლრუე” “ნიურნბერგს” მასპინძლობს, პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. ჩვენდა სასიხარულოდ, 29-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თავი ზედიზედ მეორე თამაშში გამოიჩინა და “კარლსრუე” დააწინაურა, 42-ე წუთზე კი უზუნმა ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, ზივზივაძეს გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა პოზიტიური პერსპექტივით

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია რეალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით – 2024-2025 წლებისთვის სააგენტო საქართველოში საშუალოდ 5%-იან ზრდას ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების ინდიკატორების მიხედვით, საქართველო უსწრებს მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს. […]

2023 წელს რუსეთში მარცვლეულის მოსავლიანობა შემცირდა

რუსეთში მარცვლეულის მოსავლიანობამ 2023 წელს შეადგინა ჰექტარზე 30,8 ცენტნერი , რაც 8,4%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით (33,6 ცენტნერი/ჰა), იტყობინება Rosstat. დეპარტამენტმა დაადასტურა მანამდე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები მარცვლეულის მოსავლის შესახებ 2023 წელს 142,6 მილიონი ტონა, წინა წელთან შედარებით 157,6 მილიონი ტონა. ხორბლის მოსავალმა შეადგინა 92,8 მლნ ტონა (104,2 მლნ ტონა), ჭვავის – 1,7 მლნ ტონა (2,18 […]

დანია მიკოლაივის რეკონსტრუქციისთვის უკრაინას 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს

დანია უკრაინას ქალაქ მიკოლაივის აღდგენისთვის 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს – ინფორმაციას უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს პროექტებს სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, ასევე მიკოლაივის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოებისთვის საერთო საცხოვრებლის რეკონსტრუქციას, რომელიც განხორციელდება ორგანიზაციებთან UNOPS Ukraine და All Ukraine-სთან ერთად.

რა რისკები არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის? – მოსაზრება

მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება. ამის მიუხედავად, ფინანსური ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა წელს 2.4%-მდე შენელდება და წლის ბოლომდე ეკონომიკურ ანტირეკორდსაც უნდა ველოდოთ. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებისას მცირედით აღემატება – ასეთ ვითარებაში, რა რისკები უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ, ამ საკითხზე “ანალიტიკას” […]