თურქული ბანკები სანქციების ასარიდებლად რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ

თურქული ბანკები მეორადი სანქციების თავიდან არიდების მიზნით რუსულ ბანკებთან თანამშრომლობას წყვეტენ. ინფორმაციას გაზეთი Коммерсантъ ფინანსური ბაზრის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს განმარტებით საუბარია როგორც კორესპონდენციურ ურთიერთობაზე, ასევე გადახდებს ფორმალურ დამუშავებაზე. კიდევ ერთი ფინანსური სპეციალისტი თქმით “არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგალითისთვის, რუსული ბანკების შვილობილი კომპანიების მიმართებაში”. “რუსეთის ბანკებისთვის სიტუაცია ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში გართულდა, ხოლო დეკემბერში განსაკუთრებულად […]
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი თბილისში შეხვედრებს მართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ საქართველოში შეხვედრებს მართავს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, დღეს საქართველოსთვის კორუფცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მნიშვნელოვანია, პარტნიორები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ. თინა ხიდაშელის თქმით, რიჩარდ ნეფიუსთან შეხვედრაზე სასაუბრო საკითხებს შორის იყო ირაკლი ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში […]
სამების ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს

სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ხატის შემწირველი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ხატს სამებიდან არ გაიტანენ და მას მხოლოდ ფლიგელს შეუცვლიან. “არ მაქვს ინფორმაცია, ახლა თქვენგან ვიგებ ამას. მე რაც ვიცი, გადატანილი იქნება სამებაში უბრალოდ […]
მე მექნებოდა იდეა, რომ გამოვაცხადოთ შაბათობა და მთელი ქალაქი წავიდეთ ერთ დღეს წერეთლის გასარემონტებლად – იაგო ხვიჩია

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები წერეთლის გამზირის თემით მანიპულირებას ცდილობენ. ოპოზიციის ნაწილი კი, გამოძიებას ითხოვს. “კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. თუ ვინმეს უნდა შეუწყვიტონ ხელშეკრულება, თბილისელებმა ხელშეკრულება კახა კალაძეს და “ქართულ ოცნებას” უნდა შეუწყვიტონ,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური […]
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. […]
დავოსით იწყება წლის ეკონომიკური დღის წესრიგი მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს – ლევან დავითაშვილი

კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერმა კომპანია “ტაკას” ხელმძღვანელთან გამართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. “ტაკა” არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3 მილიარდ 670 მილიონ დოლარამდე შეადგინა. დღესვე დავოსის ეკონომიკურ […]
ერთი სული ჰქონდათ კალაძეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო, ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილები – ირაკლი ზარქუა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ოპონენტები გააკრიტიკა და თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები წერეთლის გამზირის თემით მანიპულირებას ცდილობენ. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ოპონენტებს წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ პროექტებს ახსენებს, რომლებიც მათი შეფასებით, მუდმივად სერიოზულ ხარვეზებს შეიცავდა. “ერთი სული ჰქონდათ, კახი კალაძეს დღეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი თვით […]
“ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი” – წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო

წერეთლის გამზირზე 4-მა ახალმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. პროექტს “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი” დაასრულებენ. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2 კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება. “4-მა კომპანიამ გამოთქვა მზაობა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. შესაბამისად, გავიარეთ ამ […]
ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. “დრო და დრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესისა საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის. ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია, რომ საქართველოს არ […]
კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს – “ბლექ სი გრუპის” დირექტორი წერეთლის რეაბილიტაციაზე

წერეთლის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისთვის მერიამ თანამშრომლობა 4 კომპანიასთან გააფორმა, ერთ-ერთი, მათ შორის, “ბლექ სი გრუპია”. კომპანიის დირექტორის, ამირან მაჭუტაძის განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში, ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს. მაჭუტაძის თქმით, კომპანია პროექტს პირადად მისი ხელმძღვანელობით განახორციელებს და სამუშაოები შესაბამის დროში დასრულდება. “ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 იანვრის ჩათვლით, წერეთლის […]