ლევან დავითაშვილი – წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო. „გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც […]
თბილისის მერიაში წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახალ კონტრაქტორებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ახალი კონტრაქტორი კომპანიების დირექტორებს შეხვდნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების დეტალები განიხილეს. „ბლექ სი გრუპის“ დირექტორის, ამირან მამუჭაძის განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს. „ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, […]
დმიტრო კულება – 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი

2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი. 2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და […]
გაერო-ს გენერალური მდივანი – ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ

ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „მეომარი მხარეები საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენენ, არღვევენ ჟენევის კონვენციებს და გაერო-ს წესდებასაც კი“, – განაცხადა გუტერეშმა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად ქალები და ბავშვები. […]
ეკატერინე მიქაბაძე – ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში

ბოლო წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ გააქტიურდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ “გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, კომპანია “აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” მიერ მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურება ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია. […]
განთავსების ობიექტების თანამშრომლებისთვის ახალი ვიდეო გაკვეთილები მომზადდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამ ეტაპზე უწყებამ, განთავსების ობიექტების სხვადასხვა მიმართულების გამართულად ფუნქციონირებისთვის ვიდეო გაკვეთილები მოამზადა, რომელთა ნახვაც მსურველებს https://serviceajara.ge/ -ზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიდეო რგოლები განთავსების ობიექტების თანამშრომლების საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობისთვის საჭირო 10 ძირითად თემას ეხება. ესენია: სატელეფონო ეტიკეტი სასტუმროში, ჯავშანი, მიმღები […]
გიორგი ბოტკოველი – 2024 წელს დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმომადგენლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების ჩამოსვლა და შესაბამისად, ამ ტიპის ყურადღება საქართველოს არ მოაკლდება. […]
ეკატერინე მიქაბაძე – ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში

ეკატერინე მიქაბაძე – ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში
საგანგებო: რუსთავში, ავტოტრანსპორტის საწარმოს მიმდებარედ, ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაუჩნდა ამორტიზებულ ტექნიკას, რომელიც საწარმოს ტერიტორიაზე ინახებოდა.
რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი რუსეთის ჰსთ-მ ჩამოაგდო

რუსი ომის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერები ტელეგრამ-არხებზე ირწმუნებიან, რომ გასულ დღეებში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 არა უკრაინამ, არამედ რუსეთისვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო. ტელეგრამ-არხი Fightbomber-ი, რომელსაც, აღწერის მიხედვით, რუსეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი-ბომბდამშენის პენსიაში გასული პილოტი მართავს და 400 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, წერს, რომ А-50 უკრაინელებს არ ჩამოუგდიათ. Fightbomber-ი იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო კომისია “ტრაგედიაში […]