ილია დარჩიაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე – პრემიერი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, რომ გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ასევე, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან

ამ შესაძლებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყენებს, რომ ერთის მხრივ მან პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან გამართოს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური შეხვედრები ექნება, პარალელურად, შესაძლებლობა იქნება, რომ მან სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. „ტრადიციულად, […]
ლევან დავითაშვილი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესის ლიდერებს, შევხვდეთ იმ სექტორების წარმომადგენლებს, სადაც საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია

დავოსით იწყება წლის ეკონომიკური დღის წესრიგი მსოფლიოში, შეიძლება ასე ითქვას და დავოსში ჩამოდის მსოფლიოს ბიზნესის წამყვანი ლიდერები, ასევე პოლიტიკოსები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა დღის წესრიგი აქვს ზოგადად დავოსს და რა დღის წესრიგი აქვს საქართველოს დავოსში მონაწილეობისას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ […]
ირაკლი ზარქუა – ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას ცხვირწინ დაუდო – თქვენს ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა

ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას ცხვირწინ დაუდო – თქვენს ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა და დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, – ეს განცხადება პარლამენტში დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ხელწერა რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირია, როცა ყველაფერი ფუნდამენტურად გამოიცვალა და ხელახლა გაკეთდა, “კორუმპირებული უგულავას პერიოდში კი […]
საბჭოთა არქივებზე წვდომა შეზღუდულია | SOVLAB ამბობს, რომ კვლევებზე მუშაობა უკიდურესად გართულებულია

“საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია” აცხადებს, რომ სახელმწიფო უზღუდავთ არქივებზე მუშაობას, რაც საბჭოთა, ტოტალური წარსულის კვლევას ართულებს. მკვლევრები ამბობენ, რომ რამდენიმე თევა დაკეტილია შსს-ს არქივი. “საქართველოს ეროვნული არქივი, შსს-ს არქივი, ყოფილი კგბ-ს არქივი, ეს არის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქვი, ამ არქივებში წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფო აწესებდა შეზღუდვებს, რომლებმაც უკვე დღევანდელი მდგომარეობით, ერთობლიობაში შექმნა სიტუაცია, რომლის […]
“ბლექ სი გრუპის” დირექტორის თქმით, წერეთლის სამუშაოები დათქმულ დროში ჩაბარდება | მერიაში შეხვედრა გაიმართა

მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი აბუთიძე წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ახალი კონტრაქტორი კომპანიების დირექტორებს შეხვდნენ. უწყების ცნობით, “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა, ამრიან მამუჭაძემ თქვა, რომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს. “ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 იანვრის […]
რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში მასშტაბური გამოსვლებია | პოლიცია აქციის მონაწილეებს არბევს, არიან დაშავებულები

რუსეთში შემავალ ბაშკირეთის რესპუბლიკაში ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს. პროტესტი, რომელშიც 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მოჰყვა რუსეთის სასამართლოს მიერ ბაშკირელი აქტივისტისთვის, ფაილ ალსინოვისთვის, 4 წლიანი პატიმრობის მისჯას. მას ბრალად “ეთნიკური ზიზღის გაღვივება” ედებოდა. ბაიამაკის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანები როგორც ალსინოვის, ისე ბოლო […]
“აუცილებელია, უნგრეთს ჩამოერთვას ხმის უფლება და არ გადაეცეს EU-ს თავმჯდომარეობა კვაზი-ავტოკრატს” | მწვავე დებატები ევროპარლამენტში

ჩამოერთმევა თუ არა უნგრეთს ევროკავშირში ხმის უფლება? ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს. მზადდება რეზოლუციაც, რომელსაც თებერვალში უყრიან კენჭს. ევროპელ პოლიტიკოსებს ურსულა ფონდ დერ ლეიენმა მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში მან უკრაინასთან ერთად, მოლდოვა და საქართველოც ახსენა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, გაყინული 20 მილიარდი იქამდე არ […]
ხაზარაძე კალაძეს სასამართლოში უჩივლებს – ვინ იყო სააკაშვილის “ხელის ბიჭი” და მისი გაკეთებულის “დამნახავი”?

“ლელოს” თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გააზიარა კახი კალაძის განცხადება, როგორ უჭერდა ის მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მხარს მიხეილ სააკაშვილს, როგორ პოზიციონირებდა, როგორც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი და დააანონსა, რომ სასამართლოში უჩივლებს. ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში”, – წერს მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატი მამუკა კორძაძე ხვალიდან დაიწყებს სარჩელზე მუშაობას და ის სასამართლოში მომავალ კვირას […]
“მეძახეთ ეხლა სექსისტი” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი: მხოლოდ ქალებს შეუძლიათ სტერეოტიპების ნგრევა, კლიშეების მოსპობა და დოგმებზე სახის ახევა. მეძახეთ ეხლა სექსისტი.
“ზუგდიდში ტუბ.დისპანსერი დაიხურა – ჯანდაცვა სამეგრელოში მიდის რეგრესისაკენ” – თამარ ბელქანია

ვუბრუნდები რეგიონში, სამეგრელოში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას. ზუგდიდში ტუბ.დისპანსერი დაიხურა. იმის ნაცვლად, რომ ხალხის მოთხოვნის ადეკვატური იყოს ჯანდაცვა. პირიქით ხდება, ჯანდაცვა სხვა და სხვა ქვეყნებზე აწყობილი “გაიდლაინებით” აწარმოებს ხალხზე ექსპერიმენტებს. სამეგრელოში ორი მუნიციპალიტეტი ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს, წალენჯიხა და ზუგდიდი! ამიტომ, სპეციალური სტრატეგიაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით. ან გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი ხედვის […]