ზურაბ ჯაფარიძე – ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“, ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას ითხოვენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამართალდამცველები მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან.
მისივე თქმით, სამართალდამცველები პერიმეტრზე არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერებზე წვდომას ითხოვენ.
„ამ წუთას, ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“. ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე ითხოვენ პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას. (არ ვარ სახლში, მეზობლისგან გავიგე)“, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ