თურქეთის სანაპიროზე საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა

თურქეთის სანაპიროზე საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა თურქეთის სანაპიროზე საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. შემთხვევა არჰავში, ართვინის პროვინციაში მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას – შალვა პაპუაშვილი

მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას – შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს […]
შალვა პაპუაშვილი – მინდა, გავამხნეო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება

მინდა, გავამხნეო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ. „მინდა გავამხნეო მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი, რომ […]
XI მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს

XI მოწვევის პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ კვირის ბოლოს საშემოდგომო სესია დაიხურება, ხოლო შაბათს – 14 დეკემბერს, პარლამენტში საარჩევნო კოლეგია პრეზიდენტის აირჩევს. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი მარიკა არევაძე – მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, ზეწოლა, სახლში მივარდნა

ორი დღის წინ, ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან მოხდა ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა არევაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, ზეწოლა, სახლში მივარდნა, თუმცა არცერთი სამართალდამცველი დასჯილი არ არის. „თავისუფალი, მშვიდობიანი აქციის მომიტინგეებიდან 400 ადამიანზე მეტი არის დაკავებული, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლებრივი წესით […]
აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე – დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ. „ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. გუშინ გამომძიებელს ვესაუბრე, […]
4 ოპოზიციური კოალიცია: უფლებების დარღვევებზე ვამზადებთ ანგარიშს, მივაწვდით პარტნიორებს

4 ოპოზიციური კოალიციის იურისტებმა ერთობლივ ბრიფინგზე არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებზე ისაუბრეს. კოალიცია ცვლილებისთვის იურისტის მარიკა არევაძის თქმით, დამნაშავეთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიუხედავად, სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ. მისი თქმით, ოპოზიციურმა კოალიციებმა შექმნეს ერთობლივი რეესტრი, სადაც ამუშავებენ ინფორმაციას როგორც მოძალადეების, ასევე დაზარალებულების შესახებ, შესაბამისად, ამზადებენ ანგარიშს, რომელსაც უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ. “2 დღის […]
დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დამყარება სურს, მას ცეცხლის შეწყვეტა სურს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის მშვიდობისთვის. დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა. „მას მშვიდობის დამყარება სურს. ეს სიახლეა. მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. დეტალებზე არ გვისაუბრია. ის ფიქრობს, რომ დროა და პუტინმა უნდა იფიქროს, […]
გიორგი კახიანი – ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს – ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა აჩვენა

ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს – ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა აჩვენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ძირითადად იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც პოლიციასთან მიმართებაში იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ის პირები ახორციელებდნენ, რომლებსაც სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული.“ კახიანის […]
ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ

“ქართული ოცნების” დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საკითხს დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტის […]