ადვოკატის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა

ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს. ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დღეს, დღის […]

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ქართულენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. „განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომლებიც კონკურენციაში შევლენ პიარის ინდუსტრიაში. პროგრამა სტუდენტებს უვითარებს უნარ-ჩვევებს, […]

მიმდინარე აქციების ფონზე რუსეთიდან ტურისტული ნაკადები შეწყდა

ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსეთიდან გუდაურში ჯავშნები შეწყდა. მისი თქმით, რუსი ტურისტების მხრიდან ზამთრის კურორტზე დასვენების მოთხოვნა ინტენსიური იყო, თუმცა ახლა საერთოდ აღარ არის. ,,ამ ბოლო დროს, რაც ეს ამბები ხდება დავაკვირდი, რომ მთლიანად შეწყდა რუსეთიდან ჯავშნების მიღება. უფრო ინტენსიური იყო. ამას ვაკვირდები და ცოტა გამიკვირდა სიმართლე გითხრათ. […]

იანვარ-სექტემბერში, მსოფლიოში, IPO-ების რაოდენობა და მოცულობა შემცირდა

Dealogic-ის თანახმად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიებმა განახორციელეს 932 აქციების პირველადი განთავსება, საერთო თანხით 77,92 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 97,49 მილიარდი დოლარის ღირებულების 993 ლისტინგი განხორციელდა. მონაცემებს Dealogic–ი აქვეყნებს. S&P Global Market Intelligence-ის გამოთვლების თანახმად, მესამე კვარტალში მსოფლიოში 326 IPO იყო, ყველაზე მეტი გასული წლის ბოლოდან. თუმცა, მათი მთლიანი მოცულობა იყო მხოლოდ […]

“ამ მარცხმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ…” – რა თქვა კონტემ “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ?

სერია A-ს მე-15 ტურში “ნაპოლი” “ლაციოსთან” შინ 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ DAZN-თან ისაუბრა. “ლაციოსთან” შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ. თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, […]

ჩვენ თუ არ დავასრულეთ პირველი ფაზა ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ ძალიან გვიან იქნება

გახარიამ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას, რომლის პირველი ფაზა ახალ წლამდე, ან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე უნდა დასრულდეს. როგორც გახარიამ “ფორმულას” ეთერში განმარტა, თუ მათი გეგმა შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე არ შესრულდება, მერე ძალიან გვიან იქნება. “ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ […]

Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.7799-ით გაიხსნა

· 1 აშშ დოლარი – 2.7753 ლარი. კურსის ცვლილება +5.21 თეთრი. · 1 ევრო – 2.9365 ლარი. კურსის ცვლილება +4.02 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი. კურსის ცვლილება +5.47 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0798 ლარი. ცვლილება +0.14 თეთრი; · 100 რუსული რუბლი – 2.7835 ლარი. ცვლილება -3.08 თეთრი;

ესპანელი მწარმოებელი ლონდონის ღვინის ბირჟის რეიტინგის ლიდერი პირველად გახდა

ესპანური ღვინის ქარხანა Vega Sicilia გახდა ლიდერი Power 100 რეიტინგში, რომელიც შედგენილია ლონდონის ღვინის საერთაშორისო ბირჟის (Liv-ex) მიერ. რეიტინგი განთავსებულია ბირჟის ვებგვერდზე. რეიტინგის შესადგენად აიღეს ყველა ღვინო, რომელიც ბირჟაზე ივაჭრებოდა 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში. ამის შემდეგ ისინი დაჯგუფდნენ ბრენდების მიხედვით. შემდეგ დადგინდა ბრენდები, რომლებიც ყიდდნენ სულ მცირე სამ ღვინოს, რომელთა […]

“თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში – თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის ქვეყანას“ – მეუფე გრიგოლი

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი) ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ემ­ხა­უ­რე­ბა. 08 დე­კემ­ბერს, თა­ვის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში მე­უ­ფე გრი­გოლ­მა იმ მძი­მე შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა, რაც ძა­ლა­დო­ბას მო­აქვს. “დღეს, როცა ჩვენ ვხე­დავთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სას­ტი­კად ნაგ­ვემ მდგო­მა­რე­ო­ბას, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, დღეს გა­ლა­ხუ­ლია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ სად დგას.თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ამ მას­შტა­ბის ძა­ლა­დო­ბა და მისი ახალ-ახა­ლი […]

შენგელიამ “ვირტუსს” მილანში ულიდერა და გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა

იტალიის სერია A-ში პრინციპული მეტოქე დაამარცხა თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ”. მე-10 ტურის მატჩში ბოლონიელები მილანში ადგილობრივ “ემპორიო არმანის” შეხვდნენ და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობითა 82:73 დაამარცხეს. შენგელია უილ კლაიბერნთან ერთად საუკეთესო იყო. ორივემ სარგებლიანობის კოეფიციენტი 19 ერთეულით გამოსახა. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ჯამში 24 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში შენგელიას ანგარიშზე 19 ქულა, 3 […]