შალვა პაპუაშვილი – გადატრიალების თუ რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას არ ვაპირებთ – პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტის კედლებში, თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით – საზოგადოება დაიღალა

მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე „ყველაზე შორსაა წასული“. „დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩატარდება ბიუროს სხდომა, დავამტკიცებთ დღის წესრიგს, […]
ანა ნაცვლიშვილი – თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს – მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე

თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „დაისაჯოს თითოეული მოძალადე და დაისაჯონ ამ თვითმარქვია რეჟიმის თანამდებობის პირები“. „4 პროდასავლური პოლიტიკური აქტორის მიერ ორიოდე დღის წინ შეიქმნა სამუშაო ფორმატი, […]
„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს

„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკასთან – მის შემოტანა, რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიმდინარე კვირას მიიღებს. “ბევრი დემონსტრაცია და მიტინგი გვინახავს, როდესაც დემონსტრანტები შენიღბული იყვნენ. ეს ყოველთვის იწვევდა კითხვის ნიშნებს, […]
ამერიკის საელჩოს პროგრამის – „მობილური ამერიკული კუთხე“ ფარგლებში, საქპატენტს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მათი სტუმრობა ამერიკის საელჩოს პროგრამის ფარგლებში – “მობილური ამერიკული კუთხე” (U.S. Embassy Bookmobile), განხორციელდა. „სკოლის მოსწავლეებს „საქპატენტის“ თავმჯდომარემ პირადად უმასპინძლა. სოსო გიორგაძემ ახალგაზრდებთან ინტელექტუალურ საკუთრებაზე, პიროვნების განვითარებაში განათლების როლსა და მის აუცილებლობაზე ისაუბრა. საქპატენტის […]
ლოიდ ოსტინი – რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა – 2022 წლის თებერვლიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი გაანიავა და მისმა დანაკარგებმა სულ მცირე 700 000 ჯარისკაცი შეადგინა

რუსეთმა პუტინის უგუნურებისთვის საოცარი ფასი გადაიხადა – 2022 წლის თებერვლიდან 200 მილიარდ დოლარზე მეტი გაანიავა და მისმა დანაკარგებმა სულ მცირე 700 000 ჯარისკაცი შეადგინა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველ წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაკარგები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მის ყველა კონფლიქტში ერთად. […]
ნიღბით სიარულის აკრძალვის ინიციატივის შემდეგ, ოცნება პიროტექნიკის რეგულაციაზეც ალაპარაკდა

ქუჩაში ნიღბით სიარულის აკრძალვის ინიციატივის შემდეგ, ქართული ოცნება პიროტექნიკის რეგულაციის საკითხების განხილვას გეგმავს. ეს განცხადება დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ “მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს სფერო იყოს მოწესრიგებული”. მისი თქმით, პიროტექნიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს და ამავე პაკეტში იქნება გათვალისწინებული შენიღბვის საკითხიც. ის ირწმუნება, რომ მიყვებიან “საუკეთესო […]
ავსტრიაში კანფეტი „მოცარტის“ წარმოება დაიხურა

ავსტრიაში კანფეტი „მოცარტის“ წარმოება დაიხურა Salzburg Schokolade-მ გამოუშვა კანფეტი „მოცარტის“ ბოლო პარტია (Mirabell Mozartkugeln) თავის ქარხანაში ზალცბურგში. ამის შესახებ DerStandard წერს. ქარხნის დახურვის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი, მაგრამ ქარხანა დეკემბრის დასაწყისამდე მუშაობდა. Mirabell–ის მფლობელმა ამერიკულმა კომპანიამ Mondelez-მა გადაწყვიტა წარმოების საზღვარგარეთ გადატანა, თუმცა კონკრეტულად სად არ გაამჟღავნა. როგორც Salzburg Schokolade–ს ქარხნის მმართველმა დირექტორმა ფრიდრიხ პეილმა განაცხადა, […]
საპროცედურო კომიტეტმა კობახიძისთვის, ბოჭორიშვილისთვის, ოხანაშვილისთვის, სონღულაშვილისა და ქვრივიშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა კობახიძისთვის, ბოჭორიშვილისთვის, ოხანაშვილისთვის, სონღულაშვილისა და ქვრივიშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საკითხს დეპუტატები […]
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 55.2%-ით შემცირდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 55.2%-ით შემცირდა წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან. „საქსტატის“ […]
თურქეთის სანაპიროზე საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა

თურქეთის სანაპიროზე საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა თურქეთის სანაპიროზე საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. შემთხვევა არჰავში, ართვინის პროვინციაში მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.