პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია

ზვიად რატიანს, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, 8-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ზვიად რატიანი 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

“დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან… დღეს, ზურას დაბადების დღეა“ – ნინო ჟვანია

დღეს, 9 დეკემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. “ზურაბ ჟვანიამ “წინანდლის პრემია”, ახალგაზრდების მხარდასაჭერად დააფუძნა. დღესაც, ის დადგებოდა იქ, სადაც ახალგაზრდები ერთიანდებიან, საქართველოს დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის გზაზე. იქ, სადაც ამ პრემიის ლაურეატთა და მონაწილეთა უმრავლესობა დგას. დღეს, ზურას დაბადების დღეა. ხვალ კი გამოვლინდებიან 2024 წლის “წინანდლის პრემიის” ლაურეატები. საზეიმო დაჯილდოება, რეალობიდან გამომდინარე, არ შედგება“, […]

ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი – ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს, ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია?

ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ? რატომ არ გაქვთ რეაქცია ახალგაზრდა […]

გიორგი ვაშაძე შს მინისტრს – მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან – ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ

მაინტერესებს, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად „ტიტუშკები“, „ტიტუშკებს“ აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, […]

ბათუმის იუსტიციის სახლთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. „შემოვედით, ხმამაღლა გაფიცვისკენ მოვუწოდეთ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. შემოვარდა პოლიცია, მათ შორის შენობაში წინასწარ მობილიზებული ჰყავდათ დაცვის პოლიცია და ძალის გამოყენებით, იძულებით გამოგვიყვანეს გარეთ. როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს და […]

სამშენებლო სექტორში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, რაც ხელფასების ზრდაში აისახება – ზუკა თავყელიშვილი

2024 წლის ოქტომბერში მშენებლობა გაძვირდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაზრდილია როგორ თვიურ, ასევე წლიურ ჭრილში. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოქტომბრის მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობა 6.8%-ით გაძვირდა. Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევრის, ზუკა თავყელიშვილის თქმით, ფასების ზრდის მიზეზი დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. ასევე, სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ მთავარი გამოწვევაა. „საქსტატის […]

“გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები” – IT სექტორი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გმობს

საქართველოს IT სექტორში დასაქმებული ადამიანები “ქართული ოცნების” მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

13 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიას 13 დეკემბერს დახურავს, ხოლო 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ შედგება საქართველოს პრეზიდენტის არჩევა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არჩევნებს ცესკო პარლამენტის შენობაში ჩაატარებს. „მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა, პარასკევს დაიხურება საშემოდგომო სესია. ასევე, შაბათს, 14 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 13:00 საათისთვის 2.7813 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7813 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7825 კურსით დაიწყო. · 1 აშშ დოლარი – 2.7753 ლარი. კურსის ცვლილება +5.21 თეთრი. · 1 ევრო – 2.9365 ლარი. კურსის ცვლილება +4.02 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი. კურსის ცვლილება +5.47 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0798 ლარი. ცვლილება […]

თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

თურქეთში, ართვინის არჰავის რაიონში, საქართველოს საზღვართან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. შედეგად შავი ზღვის სანაპირო გზა ორმხრივად ჩაიკეტა. თურქული მედიის ცნობით, მეწყერის შედეგად დაზიანდა ავტომობილები. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.