კახა ოქრიაშვილი – ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „თბილისში ნაძვის ხეს დგამენ. ოღონდ არავის უხარია, მათ შორის, არც „ქოცებს“. ბუნებივი სლოგანი გახდა – „თბილისი, ძალადობის ქალაქი“! ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებაა. ძალადობრივი რეჟიმი სირიაში ისეთი ელვისებური სისწრაფით ჩამოიშალა, თვით ბაშარ ალ-ასადიც გაოგნებული დარჩა, რადგან ის მოძალადეები, ვინც მას გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურებოდა და საკუთარ […]
“ფორვარდი საერთოდ გვყავს? – “ნაპოლის” ფანები ლუკაკუს აკრიტიკებენ

გუშინ, “ნაპოლისა” და “ლაციოს” (0:1) მატჩის შემდეგ, “პარტენოპეის” გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს. “ლუკაკუ არაფერს აკეთებს. ფორვარდი საერთოდ გვყავს?”. “ფორვარდის გარეშე ვთამაშობთ, მასში გადახდილი თანხის ბევრად უკეთესად გამოყენება შეიძლებოდა”. “გავუშვით ოსიმენი და მის ნაცვლად ლუკაკუ დავიმატეთ, დაუჯერებელია”. “მის ტრანსფერში დამნაშავე ანტონიო კონტეა. იანვარში ახალი ფორვარდი და გარემარბი გვჭირდება”, – […]
საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან და მალტიდან შემოვიდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან. 5 უმსხვილესი ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ასე გამოიყურება: […]
საქალაქო სასამართლოში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო სხდომები გრძელდება. პროცესი დღეს დილიდან განახლდა. ამ წუთებში ადმინისტრაციული საქმის განხილვები მიმდინარეობს. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა – ეს ის მუხლებია, რომელსაც დაკავებულებს ედავებიან. მედიასთან კომენტარი რამდენიმე მათგანმა გააკეთა. მათი თქმით, არ ჩაუდენიათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და აასევე, აღნიშნავენ, რომ დაკავებისას მიიღეს დაზიანებები. “მე არ ვიყავი რუსთაველზე […]
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლში შევიდნენ და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შენობა დაატოვებინეს. ისინი იუსტიციის სახლის მიმდებარედ რჩებიან და საჯარო უწყების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. „მხედრიონელებს“ გავხართ, ბორინკას მცველები ხართ… გაიღვიძეთ, ქვეყანას გვართმევენ“, – მიმართა სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებმა. შენობის მთავარ შესასვლელთან ნიღბიანი სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა – ის ისევ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, ის კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება. „ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების […]
ვაშაძე გომელაურს: დაკითხეთ თუ არა ძალადობის მთავარი ორგანიზატორები – ივანიშვილი და კობახიძე?

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან მიმდინარე ძალადობის შემთხვევებზე, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართავს კითხვით, “დაბარებულები არიან თუ არა დაკითხვაზე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე?”. “ქვეყანაში არის ქაოსი, სახელმწიფო ინსტიტუციები ფაქტობრივად ჩამოშლილია და ამ ქაოსს აქვს სახელი – ბიძინა ივანიშვილი, […]
ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან, ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ

ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან, ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ დღეს უკვე აშკარაა, რომ “ნაცმაიდანი” ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით“ – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე დაუყოვნებლივ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, აგრეთვე, უშუალოდ […]
დანიაში, ლუდის წარმოების ნარჩენებისგან შოკოლადის დამზადებას დაიწყებენ

კოპენჰაგენში დაფუძნებული Endless Food Co აპირებს ქარხნის აშენებას ალტერნატიული ნედლეულისგან შოკოლადის დასამზადებლად. ამის შესახებ EU-Startups წერს. კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადის ალტერნატივა, ლუდის წარმოების ნარჩენებისგან დამზადდება. კომპანიამ შეაგროვა 1 მილიონი ევრო საკუთარი შოკოლადის ალტერნატივის პოპულარიზაციისთვის, სახელწოდებით THIC (This Isn’t Chocolate). ამ თანხის გამოყენება იგეგმება პირველი საცდელი ქარხნის ასაშენებლად.