ირაკლი კობახიძე – 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი. „კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ჩვენ ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების […]
ირაკლი კობახიძე – არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში! – ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის

არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში! – ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მუცლად-ღებას აღნიშნავს. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს, კეთილდღეობასა და სიხარულს უსურვებს მათ“,-აღნიშნულია მილოცვაში.
კეზერაშვილის თქმით, BBC-ს მოუგო სასამართლო დავა „ქოლცენტრების“ საქმეზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს მოუგო სასამართლო დავა, რის შედეგადაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ წაშალა თავისი პლატფორმებიდან ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კეზერაშვილს „ქოლცენტრების სქემასთან“ აკავშირებდა. კეზერაშვილის განცხადებით, ამით დასრულდა თითქმის ორწლიანი სასამართლო პროცესი ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც, მისი სიტყვებით, „ფაქტობრივად, დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით“. BBC Eye-ის […]
გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში ვითარების საკითხზე რიგგარეშე სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 9 დეკემბერს, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს – ისლამისტმა მეამბოხეებმა პრეზიდენტი ბაშარ ასადი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ განდევნეს ქვეყნიდან. საგანგებო სხდომა, რომელიც რუსეთმა მოიწვია, დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამის შესახებ თქვა გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლინსკიმ. მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოები დაპირისპირებულ ძალებს და მათ მხარდამჭერებს სირიაში სტაბილურობისკენ მოუწოდებენ. […]
რა საკითხებზე ესაუბრა სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩს?

„20214 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა – ინფორმაციას ავრცელებს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა […]
გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე – ირაკლი კობახიძე

რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო „გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, […]
პაპუაშვილი ნიღბებთან ერთად პიროტექნიკის რეგულირებასაც აანონსებს

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პიროტექნიკის რეგულირებასა და აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვას აანონსებს. მისი ინფორმაციით, პარლამენტი ამ საკითხებს მიმდინარე კვირაში განიხილავს. პაპუაშვილმა თქვა, რომ ორივე ეს საკითხი აქამდეც განიხილებოდა პარლამენტში “ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანი არის ვიმოქმედოთ სწრაფად”. დემონსტრაციისას სახის დაფარვის აკრძალვის საჭიროებაზე საუბრისას პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმის აუცილებლობაზე, რომ პოლიციას უნდა შეეძლოს აქციის […]
მოქალაქეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას მართავენ – პროტესტის მონაწილეებმა მიიტანეს ფიტული, როგორც აქციებზე დაშავებული ადამიანების სიმბოლო

მოქალაქეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას მართავენ, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობას აპროტესტებენ. აქციაზე სახელწოდებით: „დასაჯე მოძალადეები“, პროტესტის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით: „პოლიცია კანონს მიღმა“, „წამება დანაშაულია“, „აღკვეთეთ ძალოვნების აგრესია“, „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „სამართალდამრღვევები“, „ძალადობით სავსე ქალაქი“. ამავე ბანერებზე გამოსახულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაშავებულებისა და ნაცემი მოქალაქეების ფოტოები. […]
პრემიერი – შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე, რომ ოპოზიციის ძალადობრივი რესურსი გაენეიტრალებინა – „მაიდნის“ მცდელობა აღიკვეთა!

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე ომის მცირე იმიტაცია მოაწყო. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს. „ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს. მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია. ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის სერიოზული რესურსი. მათ რუსთაველის […]