დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ნაძვის ხის კარკასის “დაზიანებას” ედავებიან

პარლამენტის შენობის წინ მდგარი ნაძვის ხის კარკასის “დაზიანების” გამო ორი ბიჭი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ლაშა გოგებაშვილია, იაკობ გოგებაშვილის შვილთაშვილის შვილი. როგორც მისი ბიძაშვილი, ხათუნა გოგებაშვილი წერს, ლაშა აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც გადაწყვიტა რომ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დროშები დაემაგრებინა. მეგობართან ერთად დაამაგრა საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ს დროშები. სახლში მიმავალს, მანქანით გზა გადაუჭრეს, ძალის […]
გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გორის მე-10 საჯარო სკოლა პროექტს „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გორის მე-10 საჯარო სკოლა პროექტს „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოზარდები გორელ პოეტს ნოდარ მდინარიძეს შეხვდნენ. „ინიციატივის მიზანია მოსწავლეების წიგნით დაინტერესება. აქტივობებში რამდენიმე ათეული მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა წიგნები, შეიქმნა მკითხველთა კლუბი, წაკითხული ლიტერატურის მიხედვით მომზადდა კედლის გაზეთები, პოსტერები, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის განიხილოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე, უცხოური ჯარების განთავსების შესახებ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, […]
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველოს ხელმძღვანელობის პრაგმატული პოლიტიკა ვაშინგტონსა და ბრიუსელში გულძმარვას იწვევს

საქართველოს პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში „გულძმარვას იწვევს“, საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შეიძლება გაგრძელდეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. „საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გულძმარვას იწვევს. თუ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, […]
„აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“ – ირაკლი კობახიძე

არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, […]
„მომავალ წელს ეს ცვლილება კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მოგვიტანს. ინვესტიციების შემცირება ინტენსიურად გაგრძელდება“- დავით კიკვიძე Fitch-ის რეიტინგზე

Fitch-ის ახალი შეფასების თანახმად, საქართველოს პერსპექტივა გაუარესებულია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა. შეფასების გაუარესების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი დასახელდა. რას ნიშნავს ქვეყნისთვის გაუარესებული მაჩვენებელი? კითხვით ,,კომერსანტმა’’ ეკონომისტ დავით კიკვიძეს მიმართა. ის განმარტავს, რომ საერთაშორისო რეიტინგებს ინვესტორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან და სწორედ მათზე […]
EU-ის ელჩი: ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია”. ეს განცხადება მან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას გააკეთა. “ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა […]
ადვოკატის თქმით, დაკავებულ ლაშა გოგებაშვილს დაზიანებები ეტყობა

8 დეკემბერს თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან არსებული პარკინგის ტერიტორიაზე, დააკავეს პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ლაშა გოგებაშვილი და მისი მეგობარი, რომლის ვინაობასაც ადვოკატი არ ასაჯაროებს. ადვოკატ ვასილ ჟიჟიაშვილის თქმით, მათ ბრალი ოფიციალურად ჯერ წარდგენილი არ აქვთ, თუმცა ვარაუდობს, რომ ისინი დაკავებული არიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. ეს მუხლები გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი […]
“კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი არ არის” – “მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი

“მილანისა”, “ფიორენტინასა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ Sky Sport-ის ეთერში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, “კვარა” ტოპ ფეხბურთელი არ არის. “კვარაცხელიამ პირველ წელს ყველა გააოცა, რადგან მისი სახელი და გვარი ყველასთვის უცნობი იყო. მეტოქეები მას იმდენ ყურადღებას არ უთმობდნენ, როგორც ამას ახლა აკეთებენ. ჩემი აზრით, ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი არ არის, […]
რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი, საფრანგეთიდან ფოტოსესიის ამარა ბრუნდება
„მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას აფასებს. როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგიანი […]