38 წლის ასაკში ნანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ნანიმ 38 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. ნანი სხვადასხვა დროს “სპორტინგის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ფენერბაჰჩეს”, “ვალენსიას”, “ლაციოს”, “ორლანდოს”, “მელბურნის”, “ადანასპორის”, ბოლოს კი “ესტრელა და ამადორას” ღირსებას იცავდა. ნანი 2016 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. “მანჩესტერ იუნაიტედში” კი 4-ჯერ პრემიერლიგის, 2-ჯერ ინგლისის თასის, […]

“არავის მივცემ უფლებას, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს” – ნანიკო ხაზარაძე და ნიკა ლომიძე OK!-ის ობიექტივში – Marao

“ერთმანეთის სიყვარულზე და გატანაზე მნიშვნელოვანი არაფერია… ახლა რაღაცები დგება ჩემსა და ნიკას შორის. არავის მივცემ უფლებას, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს” – ცნობილი ტელეწამყვანების, ნანიკო ხაზარაძისა და ნიკა ლომიძის ფოტოს ჟურნალი OK! აქვეყნებს. ვრცლად ნანიკოსა და ნიკას ინტერვიუს დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ. ნანიკო ხაზარაძე და ნიკა ლომიძე წლების წინ ტელეკომპანია “მაესტროზე” ერთად მუშაობდნენ და მას შემდეგ […]

რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან აშკარად შეუთავსებელია – ჰერჩინსკი

უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იცავს. […]

„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ – დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც) იუწყება, რომ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთია საბა ქევხიშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. ქევხიშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს პროევროპულ აქციაზე. მის შესახებ ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა იძალადეს 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ. „ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი […]

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!” – ხელოვანები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!” – ხელოვანები საპროტესტო მსვლელობას მართავენ “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!” – ამ ტრანსფარანტებით ხელოვანები დღეს ქუჩაში გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას. მსვლელობა ხელოვანებმა იუსტიციის სახლიდან დაიწყეს. ხმაურით და შეხაძილებით დღეს ისინი მივლენ პოლიციის განყოფილებთანაც. აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დასრულდება.

დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ წუხს, რომ „შეეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“

ჰიპერმარკეტი “გორგია” ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, ისე მათაც შეეზღუდათ გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. „გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის […]

ევროპაში ნედლეულის თითქმის 12% გადამუშავების გზით მიიღება – Eurostat

ევროკავშირში ნედლეულის 11,8% მოდიოდა გადამუშავებულ მასალებზე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კავშირის მთელ ისტორიაში. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო (Eurostat) ავრცელებს, რომელიც 2023 წლის მონაცემებს აანალიზებს. ევროკავშირში ყველაზე ხშირად გადამუშავდება და ხელახლა გამოიყენება ლითონის მადნები – 24,7%. მათ მოსდევს არალითონური მინერალები – როგორიცაა ქვიშა, ხრეში, კირქვა, თიხა (13,6%) და ბიომასა (10,1%). წრიული ეკონომიკის ყველაზე […]

სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების […]

,, მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და “ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება?” – მამუკა მდინარაძე

,, მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის ჟურნალისტი და “ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება?” – მამუკა მდინარაძე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ ნაცების დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლცენტრები ქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ როგორც ჩანს მერე მომადგება რუსული […]

დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ ამბობს, რომ „შეეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ადასტურებს, რომ „გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს“, მათაც შეეზღუდათ „გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“. თუმცა კომპანია განცხადებაში არ აზუსტებს, რა ფორმით მოხდა ეს შეზღუდვა და ვის მიერ. რადიო თავისუფლება ცდილობს კომპანიასთან ამ ინფორმაციის დაზუსტებას. „გორგია“ გასულ დღეებში რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ კომპანიას საწყობში ჰქონდა სათვალეები, ნიღბები და […]