გუჯი ამაშუკელის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე

საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის გახსნაზე ქართველი მოქანდაკისა და ოქრომჭედლის გუჯი ამაშუკელის მიერ დამზადებული საწინამძღვრო ჯვარი გამოაბრძანეს. ქართველ ხელოვანს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის დამზადებული აქვს მოსანათლი ემბაზი. გუჯი ამაშუკელის მიერ შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი 17 ნივთი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა. ქართველი ოქრომჭედლის დამზადებული სამკაულები და მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისა […]

რომელია ტურისტებს შორის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ქალაქები – Destinations Index-ის Top-10

საფრანგეთის დედაქალაქი, პარიზი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა. ამის შესახებ Euromonitor International-ის ტოპ 100 ქალაქის დანიშნულების ადგილის ინდექსის (Destinations Index-ის) მონაცემებში წერია. ინდექსი მთელს მსოფლიოში ქალაქებს ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს, როგორიც არის ეკონომიკური და ბიზნესეფექტურობა, ტურიზმის ეფექტურობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტების მიზიდვის პოლიტიკა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ბოლოს, მდგრადობა. ინდექსში „ტურიზმის ინფრასტრუქტურის“ […]

თორნიკე ბერაძე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა

თორნიკე ბერაძე, რომელიც 1 დეკემბრის ღამეს მეგობართან და ძმასთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი შენიშვნით გაათავისუფლა. თორნიკე ბერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ან მათ შეურაცხყოფას გულისხმობს. სასამართლო პროცესზე შსს-ს პოლიციელების ახსნა-განმარტების გარდა, გამტკიცებულები არ წარმოუდგენია. უწყების მიერ მოწმედ წარმოდგენილ პოლიციელს, მინდია […]

კაია კალასი – ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის ისტორიული მომენტია

ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს. „ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის ისტორიული მომენტია, რომელმაც უზარმაზარი ტანჯვა გადაიტანა და განსაკუთრებული გამძლეობა გამოავლინა ღირსების, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვისას“, – აცხადებს კაია კალასი. კაია კალასი აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანი სირიის […]

ეკატერინე გალდავა საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის საბჭოსა და კორეის ფინანსური სერვისების კომისიის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-9, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში (IFCF) მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმი გლობალური ფინანსების მომავლის ფორმირების საკითხების განხილვას ეთმობა. ფორუმის გახსნითი ნაწილის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში საქართველოს როლის ზრდა წარმოადგენს, […]

მედია – ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ვითარების გამო დროებით სასწავლო პროცესი შეჩერდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკულ სექტორში არსებული მძიმე ვითარების გამო დროებით სასწავლო პროცესი შეჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით შეჩერდება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია. „ჩვენ მასწავლებლებს დამატებითი […]

“ბეტისთან” მატჩში დანი ოლმომ კბილი დაკარგა

ლა ლიგის მე-16 ტურში, სევილიაში “ბეტისთან” ფრედ დასრულებული მატჩისას (2:2), “ბარსელონას” ნახევარმცველმა დანი ოლმომ მეტოქის მცველთან, მარკ ბარტრასთან (ბარსას ყოფილი ფეხბურთელია) ბურთზე ბრძოლისას კბილი დაკარგა. ეს 30-ე წუთზე მოხდა, დანიმ ამოვარდნილი კბილი მოძებნა და “ნივთმტკიცებულების” სახით მსაჯს წარუდგინა. ის მე-60 წუთზე ფრენკი დე იონგმა შეცვალა. 26 წლის დანი კატალონიურმა კლუბმა ზაფხულში “ლაიფციგისგან” 55 მილიონ ევროდ […]

გაერთიანებული სამეფო: ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ვზღუდავთ თავდაცვაში თანამშრომლობას

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი დევიდ ლამი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა. მის კომენტარს ავრცელებს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ჩართულობას. “მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას […]

აქციებზე დაკავებულ სანდრო ქინქლაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 2 დაკავებულს ჯარიმა დაეკისრა, ნაწილი კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 წლის სანდრო ქინქლაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა დროს დაკავებული მომიტინგეების ადმინისტრაციული პროცესები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა. საბა ჭანკვეტაძეს 2200 ლარიანი ჯარიმა, ლუკა კოტიაშვილის 2000 ლარიანი ჯარიმა, დავით ხარაიშვილს, ბესო ლიპარტელიანს, თორნიკე […]

შსს – პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე აქციის 5 მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ; 2004 წელს დაბადებული გ.მ; 2003 წელს დაბადებული დ.გ; 2002 წელს […]