ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც ის აღნიშნავს, შსს-ს წარმომადგენელს მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოსთხოვა. “დარეკა კრიმინალურმა, დაბარება გვინდაო. სასამართლოში გამოკითხვა მოვითხოვე და კარგი, მივმართავთ ხვალ ან ზეგ დაგიბარებენო. მუხლი არ ვიცი, დამავიწყდა კითხვა ამ შფოთში და ხვალ დავაზუსტებ. ოღონდ სულ გენაცვალე-ჭირიმეთი […]
პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება

პიროტექნიკის შემოტანა – რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებას და მის შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლები ემატება, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის: . პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, […]
აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ?

2024 წლის 10 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიარდ დოლარი იყო. 5 ძირითადი საიმპორტო პროდუქტი აშშ-დან: · მსუბუქი ავტომობილები – 1.455 მილიარდი აშშ დოლარი; · თხილი და სხვა კაკალი – 19.8 მილიონი […]
საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა “ტვ პირველის” დაშავებული ჟურნალისტები მოინახულეს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, 9 დეკემბერს, ორშაბათს, “ტვ პირველის” დაშავებული ჟურნალისტები, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული საავადმყოფოში მოინახულეს. ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიიის, შვედეთის, დანიის, ლიეტუვისა და ლატვიის ელჩებმა საავადმყოფოში დაზარალებულებისგან პირადად მოისმინეს მათზე მომხდარი თავდასხმის ამბავი. ასევე, ექიმებისგან შეიტყვეს, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობს შესრულების დროს, […]
გერმანიის ელჩი – ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა, ზიანის მიყენება, მიუღებელია – საით მიდიხარ, საქართველო?

ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია – საით მიდიხარ საქართველო?, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და […]
“პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს, მიღების წესი და პირობები კი საკუთარი ბრძანებით განსაზღვროს

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. ამას “პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღსანიშნავია, რომ პროექტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებშია წარდგენილი, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება. “პოლიციის შესახებ“ ჯერ კიდევ […]
ალეკო ელისაშვილი – მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე, თუმცა თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება – ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ

მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული – ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნდა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მძიმე დღეები გაიარა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, თუმცა, თამაშია ციხეში ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. „მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და […]
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსა და „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასა და ტელევიზიის შენობასთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდგომ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და განათლების სპეციალისტმა, გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანახმაა, რომ პარიტეტულ პრინციპებზე ყოველდღე ეთერი დაუთმოს საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს. ჭანტურიას თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ „კრიზისი არსებობს“. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ის 22:00 საათზე დაიწყება და საზოგადოების […]
საქართველოში არ შეუშვეს Pussy Riot-ის წევრი მარია ალიოხინა

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა არტჯგუფ Pussy Riot-ის წევრს, სამოქალაქო აქტივისტ მარია ალიოხინას. ამის შესახებ ის საკუთარი ინსტაგრამის ანგარიშზე იტყობინება. იქვე აქვეყნებს დოკუმენტს უარის შესახებ. აკრძალვის თაობაზე გრაფაში წერია „სხვა მიზეზები“, რომელიც გამოიყენება მაშინ, თუ უარი არ არის ნათქვამი რომელიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზის გამო. ალიოხინას მიაჩნია, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი დაკავშირებულია იმასთან, რომ […]
,, არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება” -ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ. მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, […]