გივი მიქანაძე – მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც გულანთებულია და რეალურად სურს ქვეყნის წინსვლა, დაფიქრდნენ, რომ ძალებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, არ მისცენ შესაძლებლობა, გამოიყენონ არეულობის შესაქმნელად

ეს აქციები დაორგანიზებული და ძირითადად მართულია იმ ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ვერ ბედავენ, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და კონკრეტული განცხადებები და მოთხოვნები გააკეთონ , – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების ნაწილმა დაიჯერა „რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული“ ინფორმაცია, შესაბამისად, იგი მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად […]
თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის გამო დროებით გზებს ჩაკეტავს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ,,თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, 9 დეკემბრის 18:00-დან 22:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩები. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ […]
ზელენსკი: მაკრონის წინადადებაა, უკრაინაში ჯარები განლაგდეს უსაფრთხოების გარანტის სახით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზად არის, „დაფიქრდეს და იმუშაოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ რუსეთთან კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში. ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მაკრონი ემხრობა ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას უსაფრთხოების გარანტის სახით, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ მაკრონი […]
სანდრო ქინქლაძეს სასამართლომ 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

აქტივისტ სანდრო ქინქლაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. სანდრო ქინქლაძე ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავეს.
შსს: დავაკავეთ აქციებში მონაწილე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულია საპროტესტო აქციებში მონაწილე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი და 4 სტუდენტი. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული […]
აშშ-ის საელჩო – მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე

მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საელჩოს თანახმად, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის” ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს. „ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ […]
თბილისის მერია – „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოების გამო ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 9 დეკემბრის, 18:00-დან 22:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩები. „სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო […]
ნიკა გვარამია – მხოლოდ ახალი, არავითარი რიგგარეშე, არჩევნები!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოთხოვნაა არა რიგგარეშე, არამედ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც „მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით“ უნდა ჩატარდეს. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე პუნქტს ასახელებს: „მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები! მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით! მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის! ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს […]
ატარეთ ხელთათმანები და ამოიკერეთ შარვლის და ქურთუკის ჯიბეები – გაფრთხილება აქციის მონაწილეებს

სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ: ,,მეგობრებო დაფიქსირდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტი აქციის მონაწალისათვის, 80-იანების მავნე პრაქტიკა. ასევე გიზიარებთ ამავე პერიოდის ლაივხაკს, რასაც მაშინ დემონსტრანტები მივმართავდით: ატარეთ ხელთათმანები და ამოიკერეთ შარვლის და ქურთუკის ჯიბეები. ეს ხუმრობა არაა, გამოცდილებაა.”
სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების […]