„ქოცები არიან ნაცებზე უარესები“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ფორმულას ეთერში: „ქოცები არიან ნაცებზე უარესები. ბოლო დღეებში რაც ხდება, ქოცები არიან ნაცებზე უარესები, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები გადმოიღეს, ამას დაამატეს 90-იანების „სრული ბეზპრიდელი“, ზედ დაამატეს რუსეთი, ესენი არიან რუსები. ყოველთვის ვერიდებოდი, მათთვის მეწოდებინა რუსული ოცნება, მაგრამ გადალახეს ეს ზღვარი. ესენი არიან მწამებლები. აღარ აქვთ მორალური […]

„საით მიდიხარ, საქართველო?” – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს: „8 ელჩი “ტვ პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. მიუღებელია ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ, საქართველო?”

რა წერია საკონსტიტუციოს მოსამართლე ტუღუშის განსხვავებულ აზრში პრეზიდენტის სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ ტუღუშმა არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა. მოსამართლის განსხვავებული აზრი თენგიზ აბულაძის ფილმ მონანიების ციტირებით იწყება: – ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს? – ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს. – არა? მაშ, რა საჭიროა იგი?! “ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარ განსხვავებულ […]

აშშ-ის საელჩო: ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით. “დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ […]

შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათი ცნობით, შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს. „2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო […]

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი, მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების […]

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა – ისმის შეძახილები: “არა რუსულ რეჟიმს”

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილების განცხადებით, პროევროპულ აქციაზე, მთავარი მოთხოვნაა, რომ „რუსული რეჟიმი, ხელისუფლებიდან წავიდეს“ და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. პერიოდულად ისმის შეძახილები “არა რუსულ რეჟიმს”, “სოლიდარობა თბილისში აქციაზე დაზარალებულებს”. მათი თქმით, ხელისუფლება უკანონოდ აკავებს მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აშშ-ის საელჩო – ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით

ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა […]

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსა და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასა და ტელევიზიის შენობასთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდგომ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და განათლების სპეციალისტმა, გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანახმაა, რომ პარიტეტულ პრინციპებზე ყოველდღე ეთერი დაუთმოს საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს. ჭანტურიას თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ „კრიზისი არსებობს“. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ის 22:00 საათზე დაიწყება და საზოგადოების […]

„ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული“ — გაეროს გენმდივნის პრესსპიკერი

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის პრესსპიკერის განცხადებით, ორგანიზაცია შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. სტეპფანი დუიარიჩის თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევები გამოძიებული უნდა იყოს. „შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შეტყობინება გამოძიებული იყოს სწრაფად და სრულად გამჭვირვალედ. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა […]