პაატა მანჯგალაძე – ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია

საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება. “ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეალობას საერთოდ მოწყვეტილი არიან. ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფორუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) თანაორგანიზებით, სიმპოზიუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა […]

ოპოზიციური პარტიები: სრულ მობილიზაციას ვაცხადებთ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის “სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას აცხადებენ”. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება სრულად: “უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო. ქართული ოცნების მიერ ინიცირებული […]

საბანკო საქმიანობის შემდეგ ლაშა პაპაშვილმა ეროვნული ბანკისგან VASP-ის ლიცენზიაც მიიღო

ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა სს “ჰეშისთვის” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის ანუ VASP-ის ლიცენზიაც მიიღო. ახალი პროვაიდერი WhiteBIT-ი კრიპტობირჟაა, იგივე ციფრული საფულე, რომლის ბარათს ტექნიკური მხარდაჭერა უწევს მისივე პარტნიორი PSP (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) ფეიუნიქარდი. სებ-ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ტრანზაქციები მხოლოდ ფულის გათეთრების კანონმდებლობის (AML/CFT) მოთხოვნების ნაწილში შემოწმდება, კლიენტის იდენტიფიცირებისთვის, საეჭვოა თუ საიმედო. […]

კადიროვის ახლო მოკავშირე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაქვედმებარებაში მყოფი ახმატის ქვედანაყოფის მეთაური, აპტი ალაუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილედ დაინიშნა. ალაუდინოვი იკავებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების არმიის მე-2 კორპუსის მეთაურის პოზიციასაც. ის ამ პოზიციას დატოვებს, თუმცა, როგორც კადიროვი წერს, ალაუდინოვი ახმატის სპეცრაზმის მეთაურად დარჩება. 2023 წლის თებერვალში კადიროვი ირწმუნებოდა, რომ ალაუდინოვი მოწამლეს. ახმატის მეთაურს მკურნალობის […]

პესკოვი: უკრაინისთვის აშშ-ს “კოლონიალური” დახმარება ფრონტზე ვითარებას ვერ შეცვლის

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 18 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ნებისმიერი სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის. “უკრაინამ ამერიკელების მოგებისთვის ბრძოლის გარდა, ასევე ბოლო უკრაინელამდე უნდა იბრძოლოს და ვალებით არის გავსებული”. – ამბობს პესკოვი. მისი თქმით, “ეს აშშ-ს საყვარელი კოლონიალისტური პოლიტიკაა”. “ყველა ექსპერტი და ნახევრად-ექსპერტი შეუიარაღებელი თვალით ხედავს ფრონტის ხაზზე ვითარებას, რაც […]

ანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი ბუფონს გადაუსწრო

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდი ისტორიაში მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რაც “სიტის” დამრიგებლის ხოსეპ გვარდიოლას შედეგის გამეორებაა. იტალიელმა ეს ნიშნული სწორედ პეპის კლუბთან მეოთხედფინალურ 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დააფიქსირა, როდესაც “ეტიჰადზე” პენალტების სერიაში იმარჯვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა მანუელ ნოიერი, რომლის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “არსენალს” 1:0 მოუგო, ორი შეხვედრის […]

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია – „არა რუსულ მთავრობას – არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შეწყდეს. დღეს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელი – ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომის ზღვარზეა. მისი თქმით, ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმი გაძლიერდება და გაფართოვდება, რათა დასაჯოს თეირანი ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის და აღკვეთოს მომავალი ასეთი თავდასხმები. ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს. „არ მინდა გაზვიადება, მაგრამ ჩვენ ომის ზღვარზე […]

ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაიკლ კლეიტონმა, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნიკ ემერსონმა, […]