ბადრი ჯაფარიძე – რაც გუშინ ვნახეთ და რაც ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

რაც გუშინ ვნახეთ და რაც ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,-ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის ჩამდენი ყველა პირი პასუხს აუცილებლად აგებს. „ირაკლი კუპრაძეზე განხორციელდა ძალადობა. გუშინ ვნახეთ, რომ ალეკო ელისაშვილიც სცემეს უმოწყალოდ. პოლიციელებს, ვინც ამ ბრძანებებს იღებს მათი უფროსებისგან, მინდა ვუთხრა, რომ ისინი ჩადიან […]

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა – საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი

თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ის პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციის სამმართველოსთან მივიდა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის რუსული და ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს. „ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციის სამმართველოსთან, რათა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც 2 დღის წინ პოლიციამ აბსოლუტურად უკანონოდ დააპატიმრა. […]

“ირანულ და უზბეკურ მწვანილს კონკურენციას ვერ ვუწევთ” – ვახტანგ ბეჟიტაშვილი

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან მწვანილის ექსპორტის კლების ტენდენცია ფიქსირდება. მისი თქმით, ყოველწლიურად კლება 10-20%-ის ფარგლებშია. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე ქართული მწვანილზე მოთხოვნის კლებაა. „ათი წლის წინ რა მოცულობაც იყო, ახლა იმის 40-50%-ია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი ბაზარი […]

ფოთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ფოთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეს კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული. რადგან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

„ვერ ვხვდები, რა სარგებელი მოაქვს ამ ყოველივეს იმ რისკებთან შედარებით, რაც ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანას შეიძლება მოჰყვეს“ – ნიკოლოზ შურღაია

„ვერ ვხვდები, რა სარგებელი მოაქვს ამ ყოველივეს იმ რისკებთან შედარებით, რაც ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანას შეიძლება მოჰყვეს“ – ნიკოლოზ შურღაია მენეჯერმა და მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ „კომერსანტთან“ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. -როგორია ოფშორებიდან აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათებზე თქვენი პოზიცია და იქნება თუ არა ეს საფრთხე, ქართული საბანკო სისტემისთვის? ყველაფერს ორი მხარე აქვს. ერთის […]

ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებას მხარი II მოსმენით დაუჭირეს

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი II მოსმენით დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. კვიჟინაძე ასევე ირწმუნება, რომ ამ ცვლილებების მიზანი “მეტი გამჭვირვალობა და მეტი მონიტორინგია”. “რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და […]

“თქვენი ნააზრევის ჩაწვდომას ვცდილობთ მთელი ერი, დიდო მწერალო… თუ ეს წერილი თქვენამდე ოდესმე მოვა, მინდა გჯეროდეთ…” – რუსლან შავაძე

გავბედე დამეწერა, ვიფიქრე, ვიაზრე ჩემო ბატონო, ნუ დამძრახავთ თქვენდამი უდიდესი პატივისცემით. 58-ე მუხლის ქვეყანას თქვენ რომ ეძახით იმ ქვეყანაში თავისუფალი უდაბნოს თაობა გაიზარდა, თაობას, რომელსაც არ ახსოვს საბჭოეთი ღვთის მადლით. ეს ის თაობაა რომელიც ლეგენდარულ მითიურ ვეფხისტყაოსნის გმირებს ჰგვანან, გულზვიადი, ამაყი, შეუპოვარი, თავისუფლებას მოწყურებულნი, როგორც ირმები ანკარა წყარო წყალს. ვიცი ნათქვამი გაქვთ ამ ქვეყანას არ […]

ბერბოკი: G7-მა პასუხი უნდს გასცეს ირანის თავდასხმას ისრაელზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, G7-მა პასუხი უნდა გასცეს ირანის სარაკეტო თავდასხმას ისრაელზე. მისი თქმით, ზომებზე, რომელსაც ირანის წინააღმდეგ მიიღებენ, იტალიაში G7-ის შეხვედრაზე იმსჯელებენ. ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში კონფლიქტის კიდევ უფრო გავრცელება და ესკალაცია დაუშვებელია. G7-ის წევრი სახელმწიფოები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია. მოსალოდნელია, რომ […]

მიშელი: ევროკავშირის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ირანელ დრონებისა და რაკეტების მწარმოებლებს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს. “ძალიან მნიშვნელოვანია ირანის იზოლაციაში მოქცევისთვის ყველაფერი გაკეთდეს”. – აღნიშნა მიშელმა. ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ ამ დრომდეც არაერთი სანქცია ჰქონდა დაწესებული, მათ შორის, მოსკოვისთვის დრონების მიყიდვის გამო, რასაც რუსეთი უკრაინის […]

კანონებს, რომლითაც კვოტირება უქმდება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის თქმით, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. „გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად […]