საგარეო უწყება – ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება – ლევან იზორია რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუნდესტაგში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ელჩი რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე. „გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა […]

ოფშორების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულის ანალოგიური კანონი რუსეთში მოქმედებს – დავით პაპიაშვილის შეფასება

აუდიტორული კომპანია “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების დაწესების შესახებ კანონპროექტის მსგავსი კანონი რუსეთში მოქმედებს.

“საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას… ეს მიუღებელია” – საფრანგეთი

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. “საფრანგეთი, ისევე როგორც EU, შეშფოთებულია პარლამენტის მიერ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის, “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,” გამო. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია EU. ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს […]

“აეგრე! თქვენგან შეშინებულები ქოცებში მოიკითხეთ!” – ირაკლი კუპრაძე თავისუფალია

“ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე დაკავებული კუპრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა. შეგახსენებთ, რომ კუპრაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ირაკლი კუპრაძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს: აეგრე! თქვენგან შეშინებულები ქოცებში მოიკითხეთ! არა რუსულ კანონს! კი ევროპას და კი საქართველოს! ჯანზე, თავისუფლებაზე! ჩვენ ვიცით!

ისრაელზე თავდასხმის გამო, აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ, ირანის დრონების პროგრამას, ფოლადის ინდუსტრიასა და ავტომწარმოებელ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ეს ვაშინგტონის პასუხია, ირანის მიერ, ისრაელის წინააღმდეგ ღია და პირდაპირ საჰაერო იერიშზე. ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 13 აპრილს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცდენტო თავდასხმის გამო, სანქციები დაუწესდება 16 ინდივიდუალურ და 2 იურიდიულ პირს. ეს ადამიანები თუ კომპანიები, ხაზინის განცხადებით, შესაძლებელს ხდიან ირანის უპილოტო […]

თამარ კორძაია – სტრატეგიული პარტნიორებისგან ფრაზა – “კანონპროექტი კრემლის შთაგონებულია“, იმაზე მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე მხოლოდ კანონი – მასში ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლიდან იმართება

სტრატეგიული პარტნიორებისგან ფრაზა, რომ კანონპროექტი „კრემლის შთაგონებულია“, იმაზე მეტ შინაარსს ატარებს, ვიდრე მხოლოდ კანონი , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ იმედგაცრუებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის კანონპროექტი წინ წაწიოს“. თამარ კორძაიას თქმით, […]

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის […]

ორმხრივი სროლა და თავში დაჭრილი პირი – ვაკეში მომხდარის ახალი დეტალები – მედია

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. მთავარი არხის ცნობით, ტიციან ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლები გუშინ კრიმინალური გარჩევის თვითმხილველები გახდენენ. ხალხმრავალ ქუჩაზე ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობილია, რომ კრიმინალური დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს და ძმებ კაკულიებთან დაპირისპირებას უკავშირდება. სისხლიანი ანგარიშსწორების მთავარი ფიგურანტები სერგი ქურთიაშვილი და გიორგი რუხაძე არიან. მედიის ცნობით ქურთიაშვილმა სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყო გიორგი რუხაძეს და […]

realpolitika: საქართველოს ელჩი ბუნდესტაგში რუსული კანონის გამო დაიბარეს

საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის შესახებ სასაუბროდ დაიბარეს – ინფორმაციას realpolitika.ge ავრცელებს. realpolitika.ge-ს ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირიდან წყარო აწვდის. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება და მთავარი თემა ბოლო კვირებში საქართველოში განვითარებული მოვლენები იქნება.

“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელი დეგნანმა, 1 საათის წინ, ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსიაზე, ასეთი განცხადებები გააკეთა: “ქართველები ახლა, კიდევ ერთხელ დგანან ქუჩაში, იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ძალით გააქვს რუსული სტილის კანონი დასამტკიცებლად. გუშინ მიიღეს პირველი […]