“ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!” – 20 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ ქალების მარში გაიმართება

შაბათს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავს. “ქალები ვირჩევთ ევროპას” – მარში, ამ სახელწოდებით თბილისში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან, აქციით დასრულდება. აქციაზე სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალები, რომლებიც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. პარალელურად, იგივე დროს, დროს მარში გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. “რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ […]
ევროპული საქართველო: ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობას მათი პოზიციებით განვსაზღვრავთ

ევროპული საქართველო ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას ეხმაურება. ევროპული საქართველოს მიხედვით, აღნიშნული განცხადება ოპოზიციური პარტიების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მათთან ურთიერთობის ფორმატს პარტია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მათი ხედვებიდან გამომდინარე განსაზღრავს. “რაც შეეხება რამდენიმე პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მედიამ კითხვით არაერთგზის მოგვმართა, ისინი წარმოადგენენ პროდასავლური პარტიების მხოლოდ ნაწილს, რომელთაგან უმრავლესობა […]
ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?

ქართული ოცნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის პარალელურად პარლამენტში დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ივანიშვილის პარლამენტს სურს, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონის მიღების შემდეგ კომპანიას შეეძლება გათავისუფლდეს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების (ოფშორული ზონების) იურისდიქციისგან და საქართველოში აქტივები (მათ შორის, წილები/აქციები) […]
კუპრაძე და ხასაია გაათავისუფლეს, მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს პარტია “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია. მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო. ისინი 16 აპრილს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. დარბაზის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ “უმიზეზოდ” დააკავეს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანის მიშველებას […]
“ნიღბიანმა მითხრა, მე დაგპირდი, რომ გცემდი და ამას ვასრულებ ახლა” – ხასაია

ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა, რომ მე დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლა. მიჩნდება ეWვი, რომ ამ ადამიანსაც სადღაც ვუყავდი ნანახი ან აქციების პერიოდში […]
„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ – ბელქანია

“ჩვენი შვილები აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება, მათ თვალებში ჩავხედოთ და ავუხსნათ, რა მოხდა. არსებობს უზენაესი სამსახური და ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგევლობა,რომლებიც შეეწირნენ ქართულ სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და […]
სტუდენტებმა მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლეს – ისინი სკანდირებენ: „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“

სტუდენტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. სტუდენტების თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც ლექტორმა თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს. მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”. მათ, ასევე, გააჟღერეს ევროკავშირის ჰიმნი. მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სტუდენტები საუბრობენ, თუ რატომ არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული. ახალგაზრდები თავდაპირველად მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით გეგმავდნენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება – ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და აცხადებს, რომ ჩარევის ბრალდებები, რომელთა “სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია”. „საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს […]
კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ […]
„ვირტუალური ზონის სტატუსის კომპანიების ნაწილმა საქართველო დატოვა“ – რა გავლენა აქვს დაბეგვრის პრაქტიკის ცვლილებას სექტორზე?

„ჩვენი აქტიური წევრებიდან სამმა კომპანიამ დატოვა ბაზარი, დაახლოებით 10 კომპანია ფიქრობს ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა სხვა კომპანიები, ვისაც მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის სტატუსი, არ არის ასოციაციის წევრი, ამიტომ შეიძლება ეს ციფრი იყოს უფრო მეტიც“, – ამის შესახებ გადაცემა “რედაქტ 2″-ში „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა შემოსავლების სამსახურის მხრიდან 2021 […]