ნიკოლოზ სამხარაძე – კანონისთვის „რუსულის“ დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება

კანონისთვის „რუსულის“ დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა იწვევს საზოგადო აღშფოთებას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით BBC-სთან ინტერვიუში. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ. მისი თქმით, “ქართული ოცნების” დასავლური […]

იუკნევიჩიენე: ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, თქვენ ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე მთავარ არხთან რუსულ კანონსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა – იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველო დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირის ნაწილი ვერ გახდება. “თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი მომენტია და არჩევანი ახლა უნდა გაკეთდეს. მანიპულაციაა, როდესაც თქვენი მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის – ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ […]

“ახლა მთავარია ჩვენი ხმა საქართველოს საზღვრებს მიღმა გავაგონოთ” – ზურაბიშვილი CNN–ს

“ახლა მთავარია ჩვენი ხმა საქართველოს საზღვრებს მიღმა გავაგონოთ, ეს ძალიან ნათელია. დღეს საქართველოს მოსახლეობის საპროტესტო აქციის მესამე ღამეა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გარეთ, ქუჩაში, რომლებიც ამბობენ, რა უნდათ ამ ქვეყნისთვის. საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქამდე გვყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავიანთი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ; ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მედია, რომელსაც თავისი საქმის კეთება […]

„სხეულის ყველა ნაწილზე ხელკეტის კვალი მაქვს… მოიყვანეს ადამიანი სისხლში ამოთხვრილი, ტრავმული შოკის ქვეშ…” – რას ჰყვება კუპრაძე

„რეაქციაში“ „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, დაკავების ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ის იმ დროის აიყვანეს, როცა გონებადაკარგულ მოქალაქესთან მივიდა მისახმარებლად, რომელსაც ურტყამდნენ, დასახმარებლად დაიხარა და ამ დროს დააკავეს და სცემეს – „მანქანასთან 2 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მირტყამდნენ და მაგინებდნენ“. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მასთან ერთად დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გელა ხასაია და ლევან […]

დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი მომენტია და არჩევანი ახლა უნდა გაკეთდეს. მანიპულაციაა, როდესაც თქვენი მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ ანაღვლებს და სწორედ ამიტომ მიუბრუნდა ახლა ამ რუსული სტილის […]

“ამას არ ჰყვება საჯაროდ…” – რას წერს ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: Gela Khasaia გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს იგივე სახელწოდების გადაცემა მიჰყავს გირჩი ტვ-ზე არაფორმალური ‘საქველმოქმედო ინდივიდუალური პირია’, არც კი ვიცი რამდენი ვინმესთვის აგროვებს ფულს და ეხმარება რითიც შეუძლია არ ტოვებს არცერთ პროტესტს, ვისი […]

“ცრუ და ცბიერი სპალეტი “ნაპოლის” წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა” – იტალიელი ჟურნალისტი

“რეპუბლიკას” ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ რადიო “კარპის” ეთერში “ნაპოლის” წარუმატებელ სეზონში მისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა: “სპალეტი “ნაპოლის” დაცემაში პირველი დამნაშავეა, სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ, თავის გასამართლებელად ზღაპარი მოიგონა. უკეთესი იქნებოდა ეღიარებინა, რომ კარგი მუშაობისთვის მეტად პირობები არ ჰქონდა. ამის ნაცვლად კოლოსალური სიცრუის მიღმა დაიმალა – განაცხადა, რომ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო […]

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები 16 თვის რეკორდულ ნიშნულამდე შემცირდა

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები მარტში 5,2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით და 1,03 მილიონი შეადგინა, ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში. კლება წლის დასაწყისიდან პირველად დაფიქსირდა და რეკორდული იყო 16 თვის განმავლობაში. თებერვალში ეს მაჩვენებელი 10,1%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში 4,4%-ით გაიზარდა წლიურად და 2,77 მლნ შეადგინა. მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების […]

პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 14-ის სასამართლო პროცესი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის სხდომა გადაიდო და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს დაინიშნა.

დეგნანი რუსულ კანონზე: შემობრუნების მიზანია, არჩევნებზე საერთაშორისო მისიები არ დაუშვას

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქართულ ოცნებას რუსული სტილის კანონი “ძალით გააქვს” და მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლესმა სკოლამ იტალიაში, ბოლონიაში უმასპინძლა დისკუსიას სახელწოდებით “საქართველო – ბრძოლა დემოკრატიისა და ევო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის”. დისკუსიაზე სასაუბროდ მოწვეული იყო კელი დეგნანიც, რომელიც ამჟამად აშშ-ის […]