უკრაინამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს – უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს. Politico-ს ცნობით, ბერნსმა კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონმდებლობა, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. „იმ სტიმულით, რომელიც მოჰყვება სამხედრო დახმარებას, როგორც პრაქტიკულად, ისე ფსიქოლოგიურად, უკრაინელები სრულიად შეძლებენ 2024 წლის განმავლობაში გაუძლონ […]

CNN: ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანში ქალაქ ისპაჰანთან მდებარე საჰაერო თავდაცვის ბაზაზე იერიში მიიტანა. იერიში ჯერჯერობით ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ. ინფორმაცია ისპაჰანში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა. როგორც ცნობილია ისპაჰანში 19 აპრილის ღამეს აფეთქების ხმა გაისმა და საჰაერო თავდაცვის სირენები გააქტიურდა. ანონიმური ებრაული და ამერიკული წყაროები ადასტურებენ, რომ თავდასხმა ირანულ ბაზაზე სწორედ ისრაელმა განახორციელა. არაა […]

ოლეშჩუკი: რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გავანადგურეთ

უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, 19 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის ფონზე, უკრაინამ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა. “პირველად [უკრაინის] საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფმა, უკრაინის თავდაცვის დაზვერვასთან თანამშრომლობით, შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა, რომელსაც Х-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადააქვს, რასაც რუსი ტერორისტები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე თავდასასხმელად იყენებს”. – […]

იმედის ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ტელეკომპანიის ცნობით, გადამღებ ჯგუფებს ყვირილის, პირდაპირი ეთერის ჩაშლის მცდელობის, უცენზურო შეძახილებისა და სხვადასხვა ნივთების სროლის ფონზე უწევდათ მუშაობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების გაშუქების დროს. როგორც ტაბულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 154 მუხლის 1 ნაწილით, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ […]

რუსეთმა დნეპროპეტროვსკი დაბომბა, არიან დაღუპულები

19 აპრილს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქზე. შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. რაკეტების ნაწილი ქალაქ დნეპრში აფეთქდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი 5-სართულიანი სახლი. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ცხედარი ამოიღეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ოლქსი სოფელ სინელნიკოვოში ნაწილობრივ დაინგრა 4 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის […]

“მანჩესტერ სიტი” მუსიალას შეძენას შეეცდება – გვარდიოლას შემტევ ხაზში ცვლილებები სურს

“მანჩესტერ სიტის “ბაიერნის” შემტევის ჯამალ მუსიალას შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ქალაქელების” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას შემტევი ნახევარმცველების დამატება სურს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ “რეკორდმაისტერს” ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს და “სიტის” “ბაიერნის” დასარწმუნებლად დიდი თანხის გადახდა მოუწევს. მიმდინარე სეზონში მუსიალამ “ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირზე […]

კვარაცხელია და ოსიმენი კალცონას ხელში ყველაზე შედეგიანები არიან – რატომ არ ენდობიან ნათანსა და მაცოკის?

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ევროტურნირებისთვის მებრძოლი მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი”, “ემპოლის” ესტუმრება, სადაც გასულ ტურში 19 წლის საბა გოგლიჩიძე განაცხადს დაუბრუნდა. “სტადიო კარლო კასტელანიზე” (16 284 მაყურებელი) გუნდები შაბათს, 20 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ითამაშებენ. მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით ჩატარდება, გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება, იტალიამ კი იქ უკვე 5 მონაწილე […]

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება. ვახტანგ გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა. სხდომაზე მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის […]

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი სხდომაზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ამასთან, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე გასული დღეების მსგავსად მუშაობის საშუალება მხოლოდ არ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის […]

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. უწყების ცნობით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში ხელშეწყობაა. „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული […]