ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი შეეცდება

25-28 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი შეეცდება. კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (100 კგ). ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ […]
როთი კობახიძეს: გარწმუნებთ, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება კანონს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. “ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ”- […]
“აკა მორჩილაძის პოზიცია ტიპური რომანტიკულ-ინტელიგენტური კოხტაპრუწობაა” – გია ნოდია

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან წარდგენილმა მწერალმა აკა მორჩილაძემ (გიორგი ახვლედიანი) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში არაერთგვარი რეაქცია და კრიტიკა მოყვა. მათ შორის ერთ-ერთი პოლიტოლოგი გია ნოდიაა, რომელიც “ფეისბუკში” წერს: “ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ აკა მორჩილაძე და გიო ახვლედიანი. აკა მორჩილაძეს ყველანი ვიცნობთ, მეც და ბევრი სხვაც თავისი თაობის […]
საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა – როგორია სტატისტიკა

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის არც ისე სახარბიელო ადგილზეა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში გამოქვეყნდა, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. მაშინ ქვეყანა ჯანდაცვის ანალოგიური 54.5 ინდექსით 78-ე ადგილზე იყო. Numbeo-ს ინდექსი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, მათ შორის, […]
“სიტიმ” “რეალი” გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან” – პოლ მერსონი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “მანჩესტერ სიტი” თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა პოლ მერსონმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა “სიტიმ” დაიმსახურა, თუმცა “რეალს” გაუმართლა. “მატჩის შედეგი სამარცხვინო იყო, “სიტი” “რეალთან” ისე გამოიყურებოდა, როგორც ამას “ლუთონთან” აკეთებს ხოლმე. “რეალი” მომდევნო ეტაპზე გამართლების […]
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di […]
დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი […]
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი, საიმპორტო კი თურქეთია

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 5.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- მარტში, […]
ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა – უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1, 326 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7%-ს შეადგენს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 21.0%-ით შემცირდა და 605.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის […]
უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. “პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს”, – აცხადებს ოლეშჩუკი. მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ. […]