მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. „იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული […]
კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის საქართველოს შესახებ უცხოეთში გამართული უპრეცედენტო გამოფენა. ევროპელი დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების […]
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირველად გაანადგურეს ტუ-22მ3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებით Х-22-ით აღჭურვილი რუსული ბომბდამშენი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს. დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების […]
შალვა პაპუაშვილი – როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან – ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?

როგორც კი ჩვენ მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც მოგვექცევიან ევროპულად. როგორც კი ჩვენ მოვიქცევით როგორც ქვეშევრდომები, რომლებსაც თითს დაუქნევენ და გაჩუმდებიან, არც ჩვენ მოგვექცევიან ევროპულად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხი დგას იმაზე, ვაცნობიერებთ თუ არა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და რომ ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. „ჩვენ მოგვეზღვება ჩვენი საქმეებისთვის. […]
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ანგარიში – ევროპაში წინსვლა აღინიშნება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, თუმცა მილიონობით ადამიანი საკუთარი უფლებებით ვერ სარგებლობს

უთანასწორობა კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება და მილიონობით ადამიანი, ძირითადად, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, მსოფლიოს ყველა რეგიონში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების მიღმა რჩებიან,- ამის შესახებ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა განეხორციელებინა მიზანმიმართული პროგრამა, რომელიც ადამიანის […]
„თერაპიული ხელი“ – შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც მძიმე პაციენტებს ახლობლის შეხებას შეუცვლის

ათათურქის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის ხელის ფორმის მოწყობილობა, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობენ, უქმნის შეგრძნებას, რომ ახლობლის ხელი უჭირავთ. კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოგონებაზე სახელწოდებით „თერაპიული შეხება“ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მოწყობილობის მიზანია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფ პაციენტებს მკურნალობის პროცესში დაეხმაროს. მოწყობილობას, მისი დატესტვის შედეგად, ინტენსიურ თერაპიებში […]
ირანში თავდასხმის გამო შეჩერებული ფრენები აღდგა

CNN-ის ინფორმაციით, ირანმა აღადგინა ფრენები, რომელიც მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ისფაჰანის პროვინციაში სამხედრო ბაზის მახლობლად განხორციელებული აფეთქებების შესახებ გავრცელდა ცნობები. მათი ცნობით, ამის შესახებ ირანი სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში განაცხადეს. „გაცნობებთ, რომ აეროპორტებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია და ავიაკომპანიებს ნებადართული აქვთ, დაგეგმილი ფრენები განახორციელონ,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში. ფრენები განახლდა ირანის დედაქალაქის ორ მთავარ აეროპორტში.
ონლაინ მედიას პარლამენტში მუშაობას კვლავ უკრძალავენ

უკვე თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს პარლამენტში აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა. ამის საბაბად „ოცნების“ ხელისუფლება იყენებს ონლაინ მედიის მიერ „რუსული კანონის“ გაპროტესტებას. აღნიშნული კანონი საფრთხეს, პირველ რიგში, სწორედ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს უქმნის. პარლამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, წინა დღეების მსგავსად, დღეს, 19 აპრილსაც, გამოცხადებულია უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე. გარდა მედიის ნაწილისა, პარლამენტში შესვლა ეზღუდებათ […]
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს – „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 სკოლა ფუნქციონირებდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 289 მათგანია თბილისში, დანარჩენი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. საერთო ჯამში აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში 634 400 მოსწავლე სწავლობს. თბილისში მდებარე სკოლების მოსწავლეები მეტ-ნაკლებად სარგებლობენ იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს კარგი განათლების მისაღებადაა საჭირო. თუმცა დედაქალაქს გარეთ, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მდებარე […]
ირანელი გენერალი – ირანში განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია

ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს „საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა. შეგახსენებთ, მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე […]