TI: ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ოცნების მიერ ოფშორების კანონის მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი დაჩქარებული წესით განხილვა აჩენს ეჭვს, რომ მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა. “გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავისი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით […]
კოლომინა რუსულ კანონზე: ეს არის ნაბიჯი უკან და ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს. მისი თქმით NATO შეშფოთებულია, რომ თბილისში პარლამენტმა რუსული კანონის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. “საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს კანონი […]
DRI: აქციის მონაწილე ამბობს, რომ “ხარება” სახეში აფურთხებდა, აგინებდა, ემუქრებოდა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადვოკატის, ანა გახოკიძის თქმით, აქციის ერთ-ერთ მონაწილე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ”, მასზე ფიზიკურად იძალადა. “ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ე.წ. რობოკოპები და შემდგომ სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები. დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რობოკოპებთან ერთად განახორციელა […]
წელს ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ტაჯიკეთსა და სომხეთში იქნება – რომელ ადგილზეა საქართველო IMF-ის რეიტინგში?

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წელს, უკვე მეორედ, განაახლა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. აპრილში გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით, სავალუტო ფონდი 2024 და 2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია. ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 […]
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა. ეს რიცხვი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს მიაწოდა. ამ დრომდე მხოლოდ 34 დაკავებულის შესახებ იყო ცნობილი – ეს მონაცემები რადიო თავისუფლებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კომუნიკაციით შეაგროვა. „მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა […]
გომელაური პოლიციელთა მიერ აქციაზე ხალხის ცემაზე: გამოიწვია გაუგონარმა შეურაცხყოფამ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, 15-16 აპრილს თბილისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანი დააკავეს და დაშავდა 5 პოლიციელი. გომელაურმა დღეს, 19 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პოლიცია იცავდა როგორც დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ისე აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას. მისივე თქმით, ზოგიერთი მომიტინგე გახდა აგრესიული და სამართალდამცველებს ქვებს და ბოთლებს ესროდა. „15 და […]
აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციას გაეროში პალესტინელთა სახელმწიფოს წევრობის შესახებ

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში სრულუფლებიან წევრად პალესტინელთა სახელმწიფოს მიღების შესახებ აშშ-ის ვეტოს გამო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა. რეზოლუციის ტექსტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინელთა სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა. გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს […]
შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის ცემაზე – მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არა მოსამართლე

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის ცემაზე – მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არა მოსამართლე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პოლიციელების მიერ „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა სთხოვა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საკითხზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოკვლევას ატარებს და რომ ის პარლამენტის თავმჯდომარეა და არა მოსამართლე. არმაზ ახვლედიანმა შალვა […]
ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები – სალომე ზურაბიშვილი

ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები – სალომე ზურაბიშვილი ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Info-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ წლევანდელი არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული. „ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის […]
DRI: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. DRI სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია. ორგანიზაციაჩი აცხადებენ, რომ დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, […]