საქართველოს რეალური საფრთხე რუსიფიკაციაა და არა წარმოსახვითი „უკრაინიზაცია“ — უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის განცხადებას, სადაც მან სცადა რუსული კანონის მიღების საჭიროება აეხსნა: თითქოს, კანონპროექტის უმთავრესი მიზანია საქართველოს „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ და შესაბამისად, „ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან“ მიახლოება. დმიტრო კულებას უწყება კობახიძეს პასუხობს, რომ საქართველოს რეალური საფრთხე რუსიფიკაციაა და არა „უკრაინიზაცია“. უკრაინის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება კი დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. […]
პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა. ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა. მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია […]
“გენკში” რომ გადავედი, გუნდის 80 წლის მასაჟისტი შოკში ჩავარდა, 30 წელია გუნდში ვარ და ასეთი არაფერი მინახავსო” – თორნიკე ოქრიაშვილი

“იუთუბზე” გადაცემა “ლაი-ლაის” სტუმარი თბილისის “დინამოს” შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა “გენკში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. “როდესაც გენკში” გადავედი და ბელგიაში ჩავედი, მასაჟისტი, რომელიც გუნდში 30 წელი მუშაობდა, უკვე 80 წლის იყო… წარმოიდგინე ამ გუნდში როგორ ფეხბურთელებს ჰქონდათ ნათამაშები… ეს კაცი მეუბნებოდა, შენნაირი ფეხბურთელი, დედას ვფიცავარ, გუნდში არ გვყოლიაო. მე კიდევ ისეთი რაღაცები გავაკეთე… ჩემი […]
გომელაური: დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი

მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცავების მიმართ. პოლიციელების მიმართულებით ისვრიდნენ საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს – ეს ტელევიზიებშიც კარგად ჩანდა, პირდაპირ ეთერში. ამ ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ […]
რუსეთი: ყირიმელი ნეონაცისტების ლიდერი საქართველოში იმალება

16 და 17 აპრილს რუსმა სამართალდამცავებმა ანექსირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს. კრემლის მედიების ცნობით დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფება Белая Масть-ის 12 წევრი. როგორც კრემლის მედიები წერენ დაჯგუფების ლიდერი და დამფუძნებელი მიხაილ მაუროვი თავს საქართველოს აფარებს. “დაკავებულების სახლებიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოიღეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურა, ნაციონალისტური ატრიბუტიკა. დაჯგუფების ლიდერს დავალებული ჰქონდა საბრძოლო ერთეულის ფორმირება, […]
რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა, არიან დაღუპულები

გასულ ღამეს დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონში რუსეთის თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. ფილაშკინის თქმით, რუსეთი ასევე თავს ესხმოდა კრამატორსკისა და ბახმუტის რაიონებს. მისი ცნობით, ჯამში რუსული ძალები დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს გასულ ღამეში თავს 18-ჯერ დაესხნენ. თავდასხმების შედეგად დაზიანდა, კერძო სახლები, არასაცხოვრებელი შენობები და დამხმარე […]
სუს-ი – ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის ამ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – “ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი. უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – მხარეებს მოვუწოდებ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ისრაელმა პარასკევს ირანის ტერიტორიაზე თავდასხმა […]
ვახტანგ გომელაური – ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა – რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს

მინდა ორი სიტყვით ვთქვა ალეკო ელისაშვილზე, ძალიან სამწუხაროა ბატონი ალეკოს [შემთხვევა], – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის მისული. ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა. „სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ […]
Galt & Taggart – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზები განაახლა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წელს, უკვე მეორედ, განაახლა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. აპრილში გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით, სავალუტო ფონდი 2024 და 2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია. „ამასთან, ფონდის მიხედვით […]