სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს – საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არავის გაგივათ, როდიონოვი ამ ქვეყანაში ვერ გახდები!

საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არავის გაგივათ, როდიონოვი ამ ქვეყანაში ვერ გახდები! – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ. სალომე სამადაშვილს შს მინისტრისგან აინტერესებდა, თუ რატომ დააკავა პოლიციამ მისი თანაპარტიელი, ირაკლი კუპრაძე, რა დროსაც პაპუაშვილმა მას სხდომათა დარბაზის […]
ვახტანგ გომელაური – აქციაზე 40 პირი დავაკავეთ, მათი ნაწილი პოლიციელებს ესროდა ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას – პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას

ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით – აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე, […]
ვახტანგ გომელაური – ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა – 800-ს აღწევს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ […]
სუს-ი – ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს

ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს, – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, რუსეთი სამხედრო პორტს შავ ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. „აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს. […]
დავით ხაჯიშვილი – რას აკეთებდა შს მინისტრი მაშინ, როცა სპეცრაზმი ახალგაზრდებს სცემდა? – რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს?

რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი მაშინ, როდესაც სპეცრაზმი ჩვენს ახალგაზრდებს სცემდა? რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს? – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა“ დავით ხაჯიშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. ხაჯიშვილი დაინტერესდა, თუ რატომ სცემდნენ ჩვენს ახალგაზრდებს სპეცრაზმელები. „რა თქმა უნდა, […]
მცხეთაში, სოფელ ძველ ქანდაში შიდა საუბნო გზა ეწყობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სამუშაოები პირადად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ძველი ქანდის ერთ-ერთი უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მის კეთილმოწყობასა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების ასფალტით დაფარვას. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და […]
აგინებდნენ პოლიციელებს, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს – ვახტანგ გომელაური აქციის მონაწილეებზე

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. „პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული […]
ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას
საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტშიშესვლას, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის […]
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
პაპუაშვილმა პლენარული სხდომიდან სამადაშვილი გააძევა

პარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, სალომე სამადაშვილი გააძევეს. სამადაშვილმა დარბაზიდან გომელაურს მიმართა, ამის გამო კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. “ქალბატონო სალომე, დატოვეთ დარბაზი, ოქმში შეიტანეთ, სამადაშვილი გაძევებულია დარბაზიდან. მანდატურს ვთხოვ, უზრუნველყოს აღსრულება” – თქვა პაპუაშვილმა. ამის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.