სრული სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებს – ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელ „X-ზე“ წერს, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული ღირებულებების დემონსტრირებას ახდენენ. მიხაელ როთი პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 17 აპრილს განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ირაკლი კობახიძეს გერმანიაში ვიზიტისას კანცლერ შოლცთან შეხვედრებზე უთხრეს, რომ რუსული კანონი ცუდია და საქართველომ […]
შალვა პაპუაშვილი ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს – როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებთ – სახლში არ ხართ, წესების მიხედვით იმოქმედეთ!

როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, პლენარულ სხდომაზე, რომელიც „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაყვანას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს […]
კახა კალაძე კელი დეგნანზე – ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო – ეს ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია

ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის თქმით, ხელისუფლებას რუსული სტილის კანონი “ძალით გააქვს” და არ გაუკვირდება, თუ პროცესი ბოლომდე მივა. კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანის განცხადებები აცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას. “ყოფილი ელჩის დამოკიდებულება […]
ირაკლი ნადარეიშვილი – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

ბოლო პროგნოზით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 პროცენტს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,2 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური […]
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა იგეგმება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში უწევს. როგორც ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, […]
თეონა აქუბარდია – ძალიან მძიმე სანახავია, როცა საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მანდატურს ფიზიკური, იძულების წესით გაჰყავს დარბაზიდან ქალი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია. ასე გამოეხმაურა ის „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის პლენარული სხდომიდან გაძევების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას. „ძალიან მძიმე სანახავია, როცა საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მინისტრი გამოდის და პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს და არა ქალ მანდატურს, რომელიც თქვენ არ […]
ვახტანგ გომელაური – შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში ერთვება

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე […]
300 ათასი გამომწერი მყავს და მინიმუმ 4 ათასი სტუდენტი, ერთი თუ დავიყვირეთ, ავიღებთ მაგ ციხესიმაგრეს – მარი ნაკანი
300 ათასი გამომწერი მყავს და მინიმუმ 4 ათასი სტუდენტი, ერთი თუ დავიყვირეთ, ავიღებთ მაგ ციხესიმაგრეს – განაცხადა ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა 18 აპრილს, “ფორმულის” ეთერში სტუმრობისას. მარი ნაკანი იმ ადამიანებს შორის არის, ვინც ეწინააღმდეგება კანონპროექტს უცხოური გამჭვირვალობის შესახებ.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ირანის ბირთვული ობიექტები აფეთქებების შედეგად არ დაზიანებულა

ირანში აფეთქებების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა. აშშ-ის მედიის თანახმად, ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ირანის მედია ქვეყანაზე თავდასხმას უარყოფს, მაგრამ იტყობინება დრონების ჩამოგდების შესახებ. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ X-ით გაავრცელა თავისი ხელმძღვანელის, რაფაელ როსის მოწოდება მხარეების მიმართ, თავი შეიკავონ. ატომური ობიექტები სამხედრო კონფლიქტებისას […]
“ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას” – კოლომინა

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და წერს: “საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”