ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 3 თვეში საქართველოში 547 000 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ჩინეთიდან 511 000 ერთეული მანქანა შემოვიდა, 2022 წლის 3 თვეში – 148 00 000 ერთეული, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში […]

ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთან, Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს. „კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di […]

გრიბოედოვის თეატრში ბაიარ შაჰინისა და „სამიდას“ ხალხური და საესტრადო სიმღერის კონცერტი გაიმართება

20 აპრილს, 18:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში ბაიარ შაჰინისა და „სამიდას“ ხალხური და საესტრადო სიმღერის კონცერტი გაიმართება. საღამოზე შესრულდება ქართული და თურქული ტრადიციული სიმღერების ხალხური და საესტრადო ვარიანტები. ანსამბლი „სამიდა“ 2016 წელს გამოჩენილი ხელოვანის და მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის ქალიშვილებმა, იუდუმ, დამლა და თამარა შაჰინებმა დააარსეს. დების მთავარი მიზანი ქართული სიმღერისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის თურქულ ხალხურ სიმღერებში გამოყენება […]

ტიერი ანრი: ხალხი იტყვის, რომ “სიტი” “რეალზე” უკეთესი იყო, თუმცა მატჩს დაცვა იგებს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ “სიტიმ” მეტოქე დაჩაგრა, თუმცა “ბლანკოსი” დაცვაში საუცხოოდ გამოიყურებოდა. “მანჩესტერ სიტის” თამაშების ყურება მიყვარს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაში შეუცდომლად თამაშია. მადრიდის “რეალი” მთელი მატჩის განმავლობაში ჭკვიანურად მოქმედებდა და ყველაფერს აკონტროლებდა. საუკეთესო გუნდი სწორედ ის იყო, რომელმაც […]

თამარ კორძაია შს მინისტრს – თქვენ მტკიცე და ფოლადისებური ხმით ისაუბრეთ, თუ როგორ დაიცავთ პოლიციელების ღირსებას მომიტინგისგან, მაგრამ რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ?

თქვენ ძალიან მტკიცედ და ფოლადისებური ხმით ისაუბრეთ, თუ როგორ დაიცავთ პოლიციელების ღირსებას ყველა მომიტინგისგან, მტკიცე იყავით, როცა თქვით, რომ პოლიციელების უფლებებს მომიტინგეები არღვევდნენ, მაგრამ რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ! – ეს არის ძალადობის წახალისება და თუ ხვალ ალეკო ელისაშვილს რაიმე დაემართება, ეს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება! […]

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას. მინისტრის თქმით, აღნიშნული მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად. როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო […]

კოლომინა რუსულ კანონზე: უკან გადადგმული ნაბიჯია, ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც თბილისში პირველი მოსმენით მიიღეს. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს კანდიდატისთვის, უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა და მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გომელაური: ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, თუმცა გამოძიება დაწყებულია

ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, თუმცა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო – ასე იყო, ისე იყო, იმან გადაამეტა თუ ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია, მერე მიკერძოებაში რომ არ ჩამითვალოთ, ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზეო, სასამართლოზეო და ა.შ. კადრებში კარგად ჩანს თუ რა ხდებოდა რეალურად. […]

კალაძე ელისაშვილის ცემის კადრებზე: სად ურტყამს, აბა? არ ჩანს

სად ურტყამს, აბა? არ ჩანს, რომ ურტყამს, არ არის. […] ისიც მაჩვენეთ, აბა, ელისაშვილი რომ ცდილობდა პოლიციის კორდონში შევარდნას და ძალადობისკენ რომ მოუწოდებდა ხალხს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. თქვენ მაშინ უნდა გამოსულიყავით და ჩემთვის დაგესვათ შეკითხვები, რაც ელისაშვილმა იკადრა. ეს მისაღები იყო თქვენთვის? ნორმალური ფორმაა ეს, პარლამენტში ასე უნდა იყოს? არანაირ ძალადობას გამართლება არ […]

გომელაურის თქმით, 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება დაინიცირდა, რომლის მიხედვითაც 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე კონკრეტული ოდენობები დადგინდება, რის შესაბამისადაც ამ ნარკოტიკების მფლობელისთვის შესაბამისი სასჯელი განისაზღვრება. “შსს-მ საერთაშორისო კომპანიისგან 7 ნარკოტიკული ნივთიერების სტანდარტული შესადარებელი ნიმუში შეისყიდა, რაც ლაბორატორიული შემოწმების გზით, აღნიშნულ ნარკოტიკებზე კონკრეტული ოდენობის დადგენას შესაძლებელს ხდის. ეს ნარკოტიკული საშუალებებია: ალფა პვპ, მეფედრონი, გამა-ოქსიერბო მჟავა, MDPV, […]